თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თელავის მერიის ნფორმაციით, სოფელ ქვემო ხოდაშენში დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სოფლის შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამბულატორიის მშენებლობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 77 743 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ენესთიმ” შეასრულა.
რაც შეეხება შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროექტს – მასზე ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 625 836 ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში, ჯამურად, 1300 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხი მოეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული “საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი” ასრულებს.