საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სააგენტო ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც მოლაპარაკებები გაგრძელდა და საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეალობის აღიარებისკენ მოუწოდა.
„ომის შემდეგ სიტუაცია არასოდეს არის ისეთი, როგორც ომამდე იყო. ომი ცვლის საზღვრებს. ნუთუ შესაძლებელია დავაბრუნოთ 1992 წლამდე არსებული სიტუაცია? ეს შეუძლებელია. საქართველოს...
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია უცვლელია და იგი ადამიანებს შორის კონტაქტების შემცირებას გულისხმობს.
„ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით, ასე ვთქვათ, ერთ პოზიციაზე - რაც უფრო ნაკლები ადამიანური კონტაქტები გვექნება, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას. მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, ეხება...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. ცხელების კლინიკები საქართველოს ყველა რეგიონში იმუშავებს. მისი თქმით, დღეისათვის ისინი უკვე გახსნილია კახეთში. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ერთ-ერთ საკითხად სწორედ "ცხელების ცენტრების" გახსნა განიხილებოდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სია გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდსა და COVID-19-ის საინფორმაციო გვერდზე.
"დღეისათვის მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში კლინიკების მობილიზაცია ცხელების კლინიკებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი", - განაცხადა...
წინა სტატია
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო -სახალხო განხილვები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული განხილვები დისტანციურ რეჟიმში მოხდება და ხალხთან კომუნიკაციისთვის მათი შეკრება არ იქნება აუცილებელი.
„საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ იწყება განხილვები. პირველი არის საყოველთაო -სახალხო განხილვა. რისკები ბუნებრივია, მთლიანად არ იქნება აღმოფხვრილი. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რისკების სრულად აღმოფხვრას. ამ რისკების გათვალისწინებით, შემუშავებული გვაქვს...
ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დღეს დაიწყება.
გუშინ დაგეგმილ სამუშაოებს ხელი ამინდის გაუარესებამ და წვიმამ შეუშალა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, საღამოს 23:00 საათიდან პირველ ეტაპზე ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, გოგებაშვილისა გრიბოედოვის და პუშკინის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია მოხდება, სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, საღამოს საათებში სახლიდან არ გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო,...
დღეს ინფრასტრუქტურული პროექტები და ე.წ. კაპიტალური ხარჯები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.
„ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში 50 000 ადამიანამდე იყო დასაქმებული სხვადასხვა პროექტზე და დაახლოებით 1200 ქართული კომპანია მუშაობდა ამ სფეროში. ახლა ინფრასტრუქტურული პროექტი არის არა მხოლოდ ახალი გზა ან ახალი სკოლა, არამედ ეს არის ადამიანებისთვის შემოსავლის...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული...
ქუთაისის საჯარო ბაღების აღსაზრდელებს ის საკვები პროდუქტები დაურიგდებათ, რომლებიც ბაღებში კვებისათვის უნდა გამოყენებულიყო, სანამ სასწავლო პროცესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შეწყდებოდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
ა(ა)იპ "ბაგა-ბაღების" გაერთიანების ინფორმაციით, პროდუქტები 27 და 28 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე გაიცემა.
"პროდუქტის მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს აღსაზრდელის მშობელი. პროდუქტის მიღების პროცესი იწარმოებს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად,"-აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.
საკვები პროდუქტები 37-ვე...
თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაში, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარებას ისახავს მიზნად, მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში“ შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.
პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.
„ბოლო დღეების განმავლობაში...
ჯერჯერობით, საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა სიტუაცია ისე გართულდეს, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადება გახდეს საჭირო. მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ამ დრომდე გაცემული ყველა რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის.
„ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციიის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო....
ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები ყველა მრავალშვილიანი ოჯახი ნობათებს მიიღებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები დურიგდებათ.
აქცია, ქუთაისის მერიისა და მოხალისეების ჩართულობით ხორციელდება.
"ქუთაისის სპორტის სასახლეში კერძო სექტორის მიერ შეგროვდა პირველადი მოხმარების სურსათ-სანოვაგე, რომელიც დაფასოებული იქნა მერიის მოხალისეთა გუნდის წევრების მიერ და ყოველდღიურად რიგდება მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში. ამჯერად ნობათები გამზაფდდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ნობათები...
შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე აცხადებს, რომ მუნიციალიტეტში ნარჩენების რაოდენობა, კარანტინის შემდგომ თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„ნარჩენების რაოდენოა გაიზარდა. რაც კარანტინი გამოცხადდა და ხალხი სახლშია, უფრო მეტი დაემატა. ორმაგი შრომა გვიწევს, გუშინაც ღამე, 23:00 საათზე, მივედი სახლში,“ - ამბობს ლერი მუმლაძე.
მუმლაძის თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს სულ 6 ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება.
მეოთხე დღეა, რაც მარნეული მკაცრ საკარანტინო...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გუშინ, საველე ჰოსპიტალში 8 ადამიანი ელოდა კორონავირუსზე პასუხს, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა. როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე სურსათის დეფიციტი არ არის და ყველა სავაჭრო დაწესებულება პროდუქტით მომარაგებულია.
„ყველა ძირითადი მსხვილი სურსათის მარკეტი მომარაგებულია, ნებისმიერი ზომის სავაჭრო დაწესებულება სრულად მომარაგებულია. 40 ტონა ბურღულეულზე ხელშეკრულება დღეს იდება. გუშინ და წინა დღეებში პერიოდულად ეს...
დღეიდან გორის კულტურისა და დასვენების პარკი დაკეტილია. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქებს არა თუ შეკრების, არამედ ვარჯიშის საშუალებაც აღარ ექნებათ.
"ახალბაღი" ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი (ახალგაზრდებიც და ასაკოვანი ხალხი) ყოველ საღამოს თავს იყრიდა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის...
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია, - ეს განცხადება მხარის რწმუნებულმა რეგიონის სოფლების შემოვლის შემდეგ გააკეთა.
გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, მუშაობას აგრძელებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სავაჭრო ობიექტები.
„მოგეხსენებათ, ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, იქნება ეს ახალი ნერგების დარგვა, მიწის სავარგულების დამუშავება, საგაზაფხულო ნათესები, ხეხილის ბაღების სხვლა...
ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" ახალგაზრდებისთვის იწყებს ონლაინ-კურსებს, რომლის თემაა ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა აჭარის 6 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































