საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ წესები დაიცვას და შეზღუდვებს დაემორჩილოს. მისივე თქმით, პროცესს სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ. „გუშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება ფაქტორივად ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ. დღეს, ეს შედის ძალაში – 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე არის აკრძალული ყველა სახის გადაადგილება როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. ეს არის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო, რათა მაქსიმალურად შეგვეფერხებინა...
კარანტინის ფარგლებში, 21:00 საათიდან - 06:00 საათამდე სასურსათო მაღაზიების მუშაობაც იკრძალება. რაც შეეხება აფთიაქების მუშაობას, ისინი ამ დროის განმავლობაში იმუშავებენ, მოქალაქეებს კი აფთიაქში მისვლა, მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი მედიკამენტის ყიდვის შემთხვევაში შეეძლებათ. გარდა ამისა, კარანტინის ფარგლებში, სატვირთო ავტომობილებზე ე.წ. კომენდანტის საათის გამო შემოღებული საათობრივი შეზღუდვები არ იმოქმედებს. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.  კარანტინის...
საკონტროლო გამშვები პუნქტები თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება, ამის შესახებ პრემიერ-ინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ქალაქის მსგავსი რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე“, - განაცხადა ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი...
ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, სადაც ბლოკ-პოსტებია განთავსებული, რიგებია. ყველას, ვინც ქალაქიდან გადის თუ შემოდის, უტარდება თერმო-სკრინინგი. მოსახლეობა თვლის ,რომ ეს აუცილებელი პროცედურაა და ითვალისწინებენ ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. “ყველას ამოწმებენ და ძალიან კარგია. უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუ გვინდა, რომ უარესი შედეგი არ დადგეს,“- აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი. ადგილზე იმყოფებოდა ფოთის მერი, გოჩა კურდღელია. მისი თქმით, ქალაქში სატვირთო გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს....
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. განათლებისამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას, “Feedc Edu”- ს სთავაზობს. მათივე ცნობით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი,...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც ტერიტორიულად სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შეზღუდულია ბაღში თანამშრომელთა რაოდენობაც. კერძოდ, დიდ ბაღებში 8-მდე, ხოლო პატარა ბაღებში 5-მდე თანამშრომელი იმუშავებს. რაც შეეხება პროდუექტის გატანას, მშობლებს ბაღიდან სურსათის წაღება კვლავ შეეძლებათ, თუმცა კონკრეტული გრაფიკის მიხედვით. „პატარა ბაღებში მუშაობს ხუთამდე თანამშრომელი, დიდ ბაღებში - 8-მდე. მშობლები მივლენ გრაფიკით, დაიცავენ დისტანციას, ისე...
სენაკის სამხედრო ბაზიდან თავდაცვის სამინისტროს ძალები სამეგრელოში არსებულ საგუშაგოებზე გუშინ გვიან ღამით განლაგდნენ. ყველას ვისაც სპეციალური გამშვები პუნქტის გავლა უწევს, ტემპერატურას უმოწმებენ. დამატებით კიდევ 6 საგუშაგო მოეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან. საველე კარვებია მოწყობილი ენგურის ხიდთანაც და გამკაცრებული კონტროლია ეგრეთწოდებულ საზღვართან, აფხაზეთიდან გადმოსულ ყველა მოქალაქეს შესაბამისი კვლევა უტარდება. მკაცრად კონტროლდებიან მსუბუქი ავტომობილებისა და ტრაილერის მძღოლები. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ემორჩილებიან არსებულ შეზღუდვებს. ფოთის მერის გოჩა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. „პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის...
კომპანიების წარმომადგენლებმა M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვის მისაღებად, თბილისის მერიას განცხადებით უნდა მიმართონ. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათ ვისაც სურს, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მოემსახურონ და თბილისის მასშტაბით სპეციალური რეგულარული გადაყვანა უზრუნველყონ, განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ. შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გაიცემა. ამასთან, აღნიშნულმა კომპანიამ მგზავრთა გადაყვანამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე, სატრანსპორტო...
მარნეულში დღეისათვის კორონავირუსზე 88 000 ადამიანია შემოწმებული. როგორც მანრეულის მერმა ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სავალე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 15 ადამიანი იმყოფება და მათი ლაბორატორიული კვლევის ანალიზს ელოდებიან. "დღევანდელი დღის მონაცემებით, 88 000 ადამიანია შემოწმებული, საველე ჰოსპიტალში იმყოფება 15 ადამიანი, ანალიზების პასუხებს ველოდებით, პირველი საათის მერე გვექნება. ასევე, პირველი საათის მერე გვექნება თერმოსკრინინგის ახალი მონაცემები, რომელიც 6 ერთეულში აქტიურად გრძელდება, 11...
მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, სასურსათო მარაგი მარნეულში შეუფერხებლად შედის. როგორც დარგალმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურსათით მომარაგების პრობლემა რეგიონში არ არის. „მარაგი ჩვეულებრივად შემოდის კოორდინირებულად ვმუშაობთ ქსელებთან და მარაგის პრობლემა არც ერთი მიმართულებით მარნეულში არ არის“, - განაცხადა დარგალმა. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, მარნეულის მერის განცხადებით, მოსახლეობას საგანგებო ვითარების შესახებ ინფორმაცია კვლავ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მიეწოდებათ. გარდა ამისა, ზაურ დარგალის თქმით,...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მარტის 21:00 საათიდან რაიონებს შორის დროებითი "მილიციის კორდონი" აღმართა. დეფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთიდან ზუგდიდში 29 მარტს გადაყვანილ პაციენტს, 50 წლის ქალს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის...
თბილისის მერიასა და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა. როგორ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. თუმცა, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეიძლება დასრულდეს პროცესი და ხომ არ დარჩებიან მძღოლები შემოსავლის გარეშე. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პროცესი როგორც კი დასრულდება, ეცნობება როგორც მძღოლებს, ასევე მედიას“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში. შეგახსენებთ, რომ „თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფოთისა და ზუგდიდის შემდეგ ბლოკ-პოსტები შესაძლოა აბაშაშიც მოეწყოს. „ბლოკ-პოსტები განთავსდება ფოთისა და ზუგდიდის შემოსასვლელ-გასასვლელში, მოეწყობა ბარიერები. სავარაუდოდ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს აბაშაშიც დავამატებთ“, - აღნიშნა გუბერნატორმა. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებას და საგანგებო...
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე და არც შიდა სატვირთო გადაზიდვებზე. ეს შეზღუდვები არ ვრცელდება დღეს არც მარნეულსა და ბოლნისში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის სრული კარანტინი. სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ