საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თბილისის მერიის თანამშრომლებმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო გზაზე წყლის ჭავლის მეშვეობით, კლდიდან ქვის არამყარი მასა ჩამოყარეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ღონისძიება პრევენციის მიზნით გატარდა.
„ღონისძიება გზის მონაკვეთის სიახლოვეს პრევენციის მიზნით გატარდა, რათა თავიდან ავიცილოთ საავტომობილო მოძრაობის აქტიურ პერიოდში ქვის მასის ბუნებრივი ჩამოშლა.
სამუშაოები კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, 09:00 საათიდან, საავტომილო მოძრაობის შეჩერების შემდეგ დაიწყო. საგზაო...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.
თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
„არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს. პროექტის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მოხდა იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთანაც კორონავირუსით ინფიცირებულ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ჰქონდა კონტაქტი და კონტაქტების რაოდენობის თვალსაზრისით საგანგაშო სიტუაცია ამ ეტაპზე არაა.
მისივე განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა დეპუტატის მშობლებსაც.
როგორც რუსთავის მერმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, კამერების საშუალებით მოხდა კონტაქტების გამოვლენა და ამასთან დაფიქსირდა ისიც, რომ საკრებულოს დეპუტატი მერიის ფლიგელში არ გადასულა.
„აბსოლუტურად ყველა პიროვნება იდენტიფიცირებულია...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.
კორონავირუსი დადასტურებული აქვს დეპუტატის დედასაც, რომელის ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ვირუსი ერივნული ბანკის კიდევ 6 თანამშრომელს აღმოაჩნდა.
რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრი, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, პარასკევს სხდომაზე იმყოფებოდა.
რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში...
წინა სტატია
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ შეიქმნება. ამ საკითხით ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა.
„რუსთავის მერია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თანამშრომლებმა ყველა ინსტრუქცია დიდი ხანია იციან. ეს პროცესი თვითშეგნებიდან, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე უნდა კონტროლდებოდეს. რუსთავის მუნიციპალიტეტს დიდი ხანია გააჩნია სერვის ცენტრებთან...
შაბათ-კვირას ქალაქ ახალციხეში ბაზარი დაიკეტება. ორი დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, შეზღუდვა მხოლოდ ორი დღის განმავლობში გაგრძელდება - „შაბათ-კვირას იკეტება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მთლიანი ტერიტორია და ორშაბათიდან ისევ გაიხსნებაა “, - გვითხრა ახალციხის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა.
მისივე თქმით, ამის შესახებ მოსახლეობას სოფლის რწმუნებულები აფრთხილებენ.
გასულ კვირას, 30 მარტს,...
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლში ე.წ ცხელების ცენტრები ამოქმედდა. ორი ცენტრი ხაშურსა და გორში „გორმედის“ კლინიკებშია განთავსებული.
მუშაობის პროცესში ჩაერთვნენ ოჯახების ექიმები. გორმედის ექიმის, ვასილ ჭეიშვილის თქმით, მოქალაქეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგი მიმართულებით:
,,ჩაირთო ცხელი ხაზი, 112-ზე. მოქალაქეები უკავშირდებიან ამ ცხელი ხაზის მეშვეობით ოჯახის ექიმებს, რომლებიც მორიგეობენ. სპეციალური ალგორითმის მიხედვით ხდება პაციენტის შეფასება, თუ არავითარი...
ქუთაისში დღეიდან ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო.
დღეიდან დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული ინფექციის სიმპტომები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე მოხდება პაციენტებზე 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის ცენტრები,...
მარნეულის მაღალმთიან სოფელში გაზი არ არის, შეშის მოსაპოვებლად შეღავათი კი სახელმწიფომ არ გაითვალისწინა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სადახლოდან სოფელ ახკერპისკენ (სომხეთის საზღვარი) ცხრა სოფელია, რომელთაგან ექვსს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს. ამ სოფლების მცხოვრებლებს წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე შეშის ვაუჩერი ეძლევათ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვაუჩერით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები შეშის მოტანის უფლებას აძლევენ პრინციპით „ყველას რომ ეყოს“.
მოსახლეობა ამბობს, რომ დიდ ნაწილს შეშა...
გორში ლომჭაბუკის სკვერში დამონტაჟებული გარეგანათების ნათურები მოპარვის ფაქტს გორის მერია ადასტურებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მერიაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებას უკვე აცნობეს.
“აღნიშნული ფაქტის შესახებ მერია იცის და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, მომხდარზე დაიწყება გამოძიება“, - განმარტავენ გორის მერიაში
ინფორმაციისთვის, გორში, ლომჭაბუკის სკვერში დამონტაჟებული გარეგანათების სანათებიდან ნათურები მოიპარეს, ინფორმაციას ერთ - ერთი მოქალაქე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენელი ამბობს, რომ...
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას განცხადებით, საკრებულო განიხილავს კერძო სამართლის იურიდიული პირის, მოსწავლე - ახალგაზრდობის განვითარების სასახლის რეორგანიზაციის საკითხს, რომელიც გულისხმობს მასში შემავალი სახელოვნებო სკოლების მიერ კიდევ ერთი ა(ა)იპ-ის დაფუიძნებას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„გვაქვს მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლე, რომელიც შედგებოდა სამხატვრო, პირველი, მეორე სამუსიკო სკოლების და საგუნდო-სამუსიკო სკოლისგან და ასევე იყო ცალკე...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაზრობებს ფუნქციონირება აკრძალული აქვთ და თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი უწყებები ჯარიმებს გამოწერენ. აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ აგრარული ბაზრის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განახადა.
„ყველა ასეთ ბაზრებს, ბაზრობებს აკრძალული აქვთ საქმიანობა. თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ დაჯარიმებას.
გამოცემულია დეკრეტი და მითითებულია ყველაფერი ის, თუ ვის აქვს მუშაობის უფლება და ვის არა. შესაბამისად, ბაზრებს და ბაზრობებს მუშაობის გაგრძელების...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთასა და ზედა საქარაში ახალი სკოლები შენდება.
არგვეთის საჯარო სკოლის კორპუსი 240 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. საგანმანათლებლო დაწესებულება უახლესი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
არგვეთის სკოლის მშენებარე კორპუსი, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, არგვეთაში ახალი სკოლის მშენებლობა, ადგილობრივებს აძლევს იმის შესაძლებლობას,...
ხულოში, ზამლეთი ხიხაძირის გზაზე გუშინ დღის მეორე ნახევარში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
იმის გამო, რომ მეწყრული პროცესი გრძელდება გზის სრულყოფილად გაწმენდა და საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ხულოს საგზაო სამსახურის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. მეწყერმა ორი თემის ხიხაძისის და ფუშრუკაულის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. უწყების ინფორმციით, შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში სურსათის ეროვნული სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.
მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































