ხულოში, ზამლეთი ხიხაძირის გზაზე გუშინ დღის მეორე ნახევარში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
იმის გამო, რომ მეწყრული პროცესი გრძელდება გზის სრულყოფილად გაწმენდა და საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ხულოს საგზაო სამსახურის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. მეწყერმა ორი თემის ხიხაძისის და ფუშრუკაულის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა.