საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას განცხადებით, საკრებულო განიხილავს კერძო სამართლის იურიდიული პირის, მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლის რეორგანიზაციის საკითხს, რომელიც გულისხმობს მასში შემავალი სახელოვნებო სკოლების მიერ კიდევ ერთი ა(ა)იპ-ის დაფუიძნებას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„გვაქვს მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლე, რომელიც შედგებოდა სამხატვრო, პირველი, მეორე სამუსიკო სკოლების და საგუნდო-სამუსიკო სკოლისგან და ასევე იყო ცალკე მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე. მათი გაერთიანება ჩემი აზრით, თავიდანვე ხარვეზი იყო, რადგან ეს სკოლები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ერთად ვერ განვითარდნენ, ვფიქრობთ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება სკოლებისთვის “, – ამბობს ეკატერინე კიფაია.
თავის მხრივ, ზუგდიდს მერიაში აცხადებენ, ახალი ააიპ-ის შექმას დაფინანსების გაზრდა არ მოჰყვება.
„ამ სკოლებში მომუშავე ადამიანები გადანაწილდებიან ისე რომ არ იქნება საჭირო ახალი შტატების დამატება, შესაბამისად, ამ მიმართულებით თანხის გაზრდაც არ იგეგმება“ – აცხადებენ მერიაში.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში არის საკითხები მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის რეორგანიზაციაზე და სახელოვნებო სკოლების დაფუძნებაზე თანხმობის მოცემის შესახებ.