ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე, წყლის ჭავლის მეშვეობით, კლდიდან ქვის არამყარი მასა ჩამოყარეს

683

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თბილისის მერიის თანამშრომლებმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო გზაზე წყლის ჭავლის მეშვეობით, კლდიდან ქვის არამყარი მასა ჩამოყარეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ღონისძიება პრევენციის მიზნით გატარდა.

„ღონისძიება გზის მონაკვეთის სიახლოვეს პრევენციის მიზნით გატარდა, რათა თავიდან ავიცილოთ საავტომობილო მოძრაობის აქტიურ პერიოდში ქვის მასის ბუნებრივი ჩამოშლა.

სამუშაოები კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, 09:00 საათიდან, საავტომილო მოძრაობის შეჩერების შემდეგ დაიწყო. საგზაო მოძრაობა უკვე გახსნილია და გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური”, – ნათქვამია ინფორმაციაში.