გორის სკვერში ნათურები მოიპარეს, მერიაში აცხადებენ, რომ შსს საქმის კურსშია

630

გორში ლომჭაბუკის სკვერში დამონტაჟებული გარეგანათების ნათურები მოპარვის ფაქტს გორის მერია ადასტურებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

მერიაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებას უკვე აცნობეს.

“აღნიშნული ფაქტის შესახებ მერია იცის და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, მომხდარზე დაიწყება გამოძიება“, – განმარტავენ გორის მერიაში

ინფორმაციისთვის, გორში, ლომჭაბუკის სკვერში დამონტაჟებული გარეგანათების  სანათებიდან ნათურები მოიპარეს, ინფორმაციას ერთ – ერთი მოქალაქე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი პირადად გადაამოწმა და ნათურები მართლაც მოპარულია.

“შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ არ არსებობდა ნათურები. ვიფიქრე შევამოწმებ ხომ არ გადაიწვა მეთქი, რომ ვნახე , საერთოდ არ ეკეთა, მივყევი ასე და სხვა ბევრი სანათი ვნახე მოხსნილი ნათურით, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი“, – ამბობს კახა ქარელიძე.

პოსტის კომენტარებში, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” წევრები წერენ, რომ აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანათებიდან ნათურები მაშინაც მოიპარეს.