წინა სტატია
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. მისივე თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება.
„სამწუხაროდ, გუშინ ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. მომენტალურად დაავადებათა კონტროლის სამსახური ჩაერთო კონტაქტების დადგენაში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული...
ხულოს მერიაში პრემიების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებით ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში წახალისებებისა და პრემიების დრო არ არის და ამჯერად პოლიტიკური გუნდი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან პრემია მყისიერად დაბრუნდა ბიუჯეტში.
„ამ საკითხის ირგვლივ ერთხელ უკვე აღვნიშნე და დავაფიქსირე პოზიცია. მყისიერად...
ვანის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
შალამბერიძის თქმით, ხელისუფლებამ ყველა პრევენციული ღონისძიება დროულად დაიწყო.
„რაც შეეხება ვანში მდებარე კლინიკას, სადაც ინფიცირებული ქალი თვითდინებით მივიდა, იდენტიფიცირებულია ყველა უშუალო კონტაქტი და მედპერსონალი, ვისაც შეხება ჰქონდა 75 წლის პაციენტთან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა შალამბერიძემ.
შეგახსენებთ ვანის მუნიციპალიტეტში ორი საკონტროლო-გამშვები...
ნეტგაზეთი
უკანასკნელ ორ თვეში საქართველოს 4 ქალაქის არჩეულმა მერმა თანამდებობა დატოვა.
9 მარტს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე კასპის, აპრილის დასაწყისში კი თერჯოლის და ონის მერები გადადგნენ. მათ მსგავსად, დღეს პოსტი დატოვა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც და არც მას განუმარტავს, თუ რატომ ტოვებდა თანამდებობას, თუმცა თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. თერჯოლის ყოფილმა მერმა გადაწყვეტილება “პირადი მიზეზებით” ახსნა, კასპის მერმა კი თქვა, რომ კერძო სექტორში სურდა დაბრუნება.
“ნეტგაზეთი”...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სავანეთში, სადაც ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, მედიკოსები განმეორებით თერმოსკრინინგს ატარებენ.
ექიმები ადგილობრივებს უზომავენ ტემპერატურას, ეკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იკვლევენ, ხომ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი. მოქალაქეებს ასევე ურიგებენ საინფორმაციო ბარათებს, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს შეიცავს.
„ახლა გასული არის ექვსი ბრიგადა და დღეს სწრაფ რეჟიმში გაკეთდება მოსახლეობის თერმოსრკინინგი. თუ იქნება ასეთი შემთხვევები, რომ იქნება მარტო ტემპერატურა ან რომელიმე რესპირატორული სიმპტომი, მოხდება ნიმუშების...
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.
„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება.
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული.
ახალი კორონავირუსის...
წინა სტატია
საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცროს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება ლენტეხში.
პრემიერის თქმით, მთავრობა ელოდება ტესტების შედეგებს ლენტეხიდან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება.
„ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში უკვე უნდა შევამჩნიოთ, რომ რეგიონული...
წინა სტატია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, სადაც ორ პირს კორონავირუსი დაუდგინდა მოქალაქეები დეზინფექციის ჩატარებას ითხოვენ. სოფელს ამ დრომდე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და კოვიდ ინფიცირებულების კონტაქტებს ამ დრომდე სწავლობენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ამ ეტაპზე 28 ადამიანს უტარდება შემოწმება კოვიდ 19-ზე, ერთი დღით დახურულია ქობულეთს კლინიკა და ასევე სოფლის მედპუნქტი, სადაც ინფიცირებულები მანამდე იმყოფებოდნენ.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სოფლის მცოხვრებლები ამბობენ, რომ "შესაძლოა სოფელი სრულად...
წინა სტატია
მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია 8 აპრილს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა, ქუთაისის მერის მოვალეობას ყოფილი მერის მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.
https://www.facebook.com/GDGiorgiTchighvaria/posts/924924424628934
"ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს", - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, გიორგი ჭიღვარიას განცხადების დაწერა არ უნდოდა, თუმცა ამ...
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოქალაქეებისგან განცხადებებს ახალი წესით - ელფოსტის მეშვეობით მიიღებს, - ნათქვამია ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
"მოქალაქეებს გთხოვთ ისარგებლოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით. ნებისმიერი წერილი თანდართული დოკუმენტაციით შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ გამგეობის ელ–ფოსტაზე: qurta.mun@gmail.com.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე: ტელ: 599 735 897, ნუნუ საძაგლიშვილი", - წერია განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან...
თელავში 30 საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება. მშენებლობის დაწყების თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მშენებლობასა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო დააფინანსებს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი საავადმყოფოს აშენებისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღება საუკეთესო პირობებში შეეძლებათ.
,,აღმოსავლეთ საქართველოში არ არის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ამიტომ მოსახლეობას ხშირად უწევს...
თბილისის მერიის დაარსებული შპს “ეკოსერვის ჯგუფი” შადრევნების რეაბილიტაციისთვის 900 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.
ტენდერში წინადადებების მიღება 24 აპრილს იწყება. შესყიდვის ზუსტი საწყისი ღირებულება 893 574 ლარია.
შესასრულებელი სამუშოები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის დაზიანებული ჰიდრო იზოლაციის დემონტაჟს, არსებული სანათების დემონტაჟსა და ახლის მონტაჟს, შადრევნებში არსებული ქანდაკებების დემონტაჟსა და მონტაჟს და ა.შ.
დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ადგილობრივმა სევინჯ ჯალალოვამ პირბადეების კერვა დაიწყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ოჯახის წევრის არზუ ჯალალოვას თქმით, პირბადეები საკუთარი მოხმარებისთვის, მეზობლებისთვის და სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის შეკერეს და უსასყიდლოდ გადასცეს.
"აფთიაქში პირბადეებს ვერ ვყიდულობდით, რადგან მარაგი არ იყო და გადავწყვიტეთ, რომ თავად შეგვეკერა. თავიდან რამდენიმე პირბადე შევკერეთ და ჩვენს ახლობლებს და მათ ბავშვებს ვაჩუქეთ. შემდეგ შევკერეთ 100 ცალი პირბადე და...
წინა სტატია
ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო. შემოწმებას ვანში მცხოვრები დაახლოებით 30 000 მოქალაქე გაივლის. მოქალაქეთა თერმოსკრინინგს 22 ჯგუფი უზრუნველყოფს, 3 ქალაქ ვანში და 19 მუნიციპალიტეტის სოფლებში. ვანის ორ სოფელში, ზეინდარსა და მთისძირში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებთან მუნიციპალიტეტში შემსვლელი და მუნიციპალიტეტიდან გამომსვლელი ყველა პირი მოწმდება.
თვითიზოლაციაში იმყოფება ვანში დაინფიცირებული 75 წლის ქალის 30-მდე კონტაქტი. მას შემდეგ, რაც დაინფიცირებული ქალის მეუღლეს გუშინ...
სტატიის გაგრძელება
ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა გაიმართება.
შეხვედრას გუბერნატორი გაუძღვება. სავარაუდოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გამკაცრებულ ზომებს მიიღებენ რეგიონში პანდემიის პრევენციისთვის.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაფიქსირდა თუ არა ლენტეხის ცხელების ცენტრში ეს ფაქტი, მომენტალურად ჩაერთვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები კონტაქტების დასადგენად.
„ცაგერში შტაბი შეიკრიბება, გავაანალიზებთ სიტუაციას. როდესაც მივიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, ექიმები იტყვიან სავარაუდოდ,...
მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა ინსპექტირება. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, 10 ზე მეტმა საწარმომ საქმიანობის უფლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებთან მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აღიდგინეს.
„მისასალმებელია, რომ კომპანიების დიდი წილი გაეცნო ყველა გაიდლაინს და იქ არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას. მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მათ აქვს უნარი იმისა, რომ ადგილზევე გამოასწორონ ისინი.
საწარმოებს, რომელბმაც ვერ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































