ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს

791

წინა სტატია

მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია 8 აპრილს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა, ქუთაისის მერის მოვალეობას ყოფილი მერის მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული…

Posted by გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი / Giorgi Tchighvaria on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2020

“ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, გიორგი ჭიღვარიას განცხადების დაწერა არ უნდოდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება აიძულეს.

არასამთავობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ქუთასის ოფისში კი გიორგი ჭიღვარიასგან  გადადგომის მიზეზის განმარტებას ითხოვენ.