ათეულობით იმედგაცრუებული მეწარმე გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა - ოზურგეთში ბაზრის შესასვლელი, რომელიც ორშაბათს გააღეს, კვლავ დაიკეტა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. "სამწუხაროდ იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან სურსათის უვნებლობისა და ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებსა და ფოტომასალაში ნათლად ჩანდა, რომ ის პირობები რაც აუცილებელია დავიცვათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ბაზრის შესასვლელში დაცული არ იყო" - ეს განცხადება "გურიის...
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს – www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება. ამ ეტაპზე ოფიციალური ვებგვერდი უკვე ხუთ ენაზე ფუნქციონირებს. უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge-ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები, რაც ეთნიკური...
ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფებმა დეზინფექცია ქუჩების გზის სავალ ნაწილზე, სკვერებსა და მოსაცდელებზე ჩაატარეს. ქუთაისის მერიის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა სპეციალური ხსნარითა და ქაფით კვლავ გაგრძელდება. დეზინფექცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სპეციალური ხსნარით ტარდება. https://www.facebook.com/CityHallofKutaisi/posts/1128377220861269?__xts__=68.ARA9YvV4GtOWSSzNuYrZjZ2I3C85E778XMvVij3DgMj7YhOw-RR4TOLg2HrkkkUlKEwO2ZjcRou8p75v9jZlb58nhpCFyuZEzVYy-jbb7brFmkIQM98vHDq9ME8OoyZbn8Nw5DXij86DHQ5rhcNQJ6fZBAU4EaJtvQbLeEuD1Ky2beouNWPUbu_ZbqkJ0kJOB1NVyh_jvC1Z6Q2HZxKhAi4tyBu33_VnsK0T4dLeVFP0-7J_UqrnMMJ8Thv9cYxVYIaZ7ofZMf6rWs9njFiZzSnCHb7KPgkSQFVG6SXxgWd4VFnTbMKb_nQhz7K9aTA0WlXgmA9v80KhMB73s1RJRRa4ZQ&__tn__=-R ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს...
წინა სტატია ქობულეთში სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა, მართვადია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა. „დარწმუნებული ვართ, იმ ღონიძიებების შედეგად, რაც ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულთან მიმართებით ტარდება, ჩვენი მედიკოსები მოახერხებენ ინფექციის წყაროს სრულ იდენტიფიცირებას და მაქსიმალურად მოხდება პრევენცია-ლოკალიზება ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირების ზრდა გვქონდა“, – განაცხადა რიჟვაძემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამოკვლეულია თუ არა...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კეცხოველის ქუჩაზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძრის ტერიტორიის შესაღობად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გორის მერია თანადაფინანსების პროგრამით, სამუშაოებისთვის 42`585 ლარს გადაიხდის. გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს.
ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დასრულდა. მუნიციპალიტეტში მედიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 22 ჯგუფმა ტემპერატურა 23 200 მოქალაქეს გაუსინჯა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენილა. ამასთან, მუნიციპალიტეტში მუშაობას აგრძელებს ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი სოფლებში – ზეინდარსა და მთისძირში. ვანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 23 მოქალაქეა, ერთი პირი კი კარანტინში იმყოფება. მუნიციპალიტეტში „კოვიდ 19“ 4 მოქალაქეს აქვს დადასტურებული და ყველა მათგანი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ცნობისათვის, ოთხშაბათს,...
სტატიის გაგრძელება საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში მთავრობა ყოველთვიურად 150 ლარი გადასცემთ, - შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო სავალუტო  ფონდის ვებ-გვერდზე სპეციალურ ანგარიშშია მოცემული, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებულ ანტი-კრიზისულ გეგმებს ეხება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ უმუშევრად დარჩენილების სუბსიდირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, ამ თემაზე განცხადება...
გლობალური ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შედის და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ამიტომ მთავრობა მუშაობს, რათა შეარბილოს მოსალოდნელი დარტყმა როგორც ბიზნესზე, ისე ადამიანებზე, ვინც დროებით უმუშევარი დარჩება. მალე მთავრობა გამოვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმით, რომელიც საფუძველს ჩაუყრის კარგ 2021 წელს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში განაცხადა. გადაცემაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევები და შესაძლო პერსპექტივები...
წინა სტატია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დიმიტრი კორძახია საქართველოში დამზადებული პირბადის ხარისხის შესახებ ფეისბუქზე წერს. მეცნიერმა პირბადის შემადგენლობა მიკროსკოპულად შეისწავლა. „მეგობრებო, მეც დავინტერესდი ქართული პირბადეების ანალიზით. მიკროსკოპში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული მარლის ძაფის სისქე შეადგენს დაახლოებით 80 მიკრონს (ამასთანავე, ის საკმაოდ „ბუსუსიანია“), ხოლო მარლის ფანჯრის შიდა კვადრატის (ე.წ. გამავალი ფანჯრის) გვერდის ზომა არ აღემატება 480-500 მიკრონს (ფოტო...
სოფელ ლეღვაში, სადაც გუშინ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ინფიცირებული ოჯახების მეზობლები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქობულეთის მერიის წარმომადგენლის,  ჯაბა სტამბოლიშვილის ინფორმაციით, სოფელში უკვე შემოწმდა 306 ადამიანი, მათგან შვიდს სიცხე დაუფიქსირდა და მათზე ექიმები დაკვირვებას აწარმოებენ. მისივე თქმით, სოფელში ჯამში 5000 ადამიანამდე ცხოვრობს. „რაც შეეხება ინფიცირებულებს, ხუთი ინფიცირებული ფიქსირდება სოფელ ლეღვაში ორ ოჯახში, მათი მეზობლები საუბარია სამ ოჯახზე, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენ და პროდუქტებით...
ეკონომიკის სამინისტრო პირბადეების წარმოებით დაინტერესებულ საწარმოებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს. "კორონავირუსის (COV-19) პანდემიის გამო მსოფლიოში შეიქმნა პირბადეების დეფიციტი. აღნიშნულმა მოცემულობამ ნათლად დაგვანახა ამ და სხვა სანიტარულ - ჰიგიენური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში წარმოების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო პირბადეების და სხვა ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელთა მეშვეობითაც მაქსიმალურად დიდხანს შეიძლებოდა ეპიდემიის პრევენცია საქართველოში. დღეის მდგომარეობით კერძო სექტორი აქტიურად არის...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე...
წინა სტატია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას განიხილავენ. საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომა გაიმართება. გავრცელებული ინფორაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ, შესაძლოა, დღეს ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა.  კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი...
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინიფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მკაცრ თვითიზოლაციას 100-მდე ადამიანი გადის. „წუხანდელმა ღამემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მშვიდად ჩაიარა, ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, თერმოსკრინინგის დროს რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ გამოვლენილა, თვითიზოლაციაში მყოფები არ არღვევენ თვითიზოლაციის წესებს, საკარანტინე ზონაში მშვიდი ვითარებაა. კრონავირუსით დაინფიცირებულთა 5 შემთხვევა გვაქვს, პირველადი კონტაქტით დაახლოებით 100-მდე...
წინა სტატია საგანგებო რეჟიმი შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერს ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 შემთხვევა უკავშირდება. მისივე განცხადებით, კოვიდ19-ის ინფექციის მქონე პირებთან კონტაქტების რიცხვი 370-მდეა გაზრდილი. „საგანგებო რეჟიმი შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. ორი ძირითადი პოსტია სოფელ გვარასა და ლეღვარში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ორი დადასტურებული შემთხვევაა, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ,,ამ დროისთვის, ხიდისყურში სრულად ჩატარდა თერმოსკრინინგი, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი ან გართულება არ აღენიშნება, შესაბამისად, სრულად კონტროლირებადია სიტუაცია. ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი სოფლის თითოეული მოსახლის ნებისმიერი საჭიროება, უკვე დაწყებულია ეს პროცესი და ამ საჭიროებებზე დროულად მოხდება შესაბამისი რეაგირება“,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ