გორის მერია ფერისცვალების სახელობის ტაძრის ტერიტორიის შემოღობისთვის 42 585 ლარს დახარჯავს

417

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კეცხოველის ქუჩაზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძრის ტერიტორიის შესაღობად ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გორის მერია თანადაფინანსების პროგრამით, სამუშაოებისთვის 42`585 ლარს გადაიხდის.

გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს.