დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისელი მედიკოსებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დავით წერეთელმა და გიორგი ჩახუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისა და მედიკოსებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართეს. ტრენინგის ფარგლებში, ექიმებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ პრევენციული ღონისძიების შესახებ, რომლებიც ინფიცირებული პაციენტის გამოვლენისას მედიკოსებმა...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით,  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1 300  აღსაზრდელს ერთი თვის მარაგი, 70 ლარის ღირებულების, არამალფუჭებადი პროდუქტები  გადაეცემათ. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. მუნიციპალიტეტშიპროდუქტების დარიგება დაწყებულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასურსათო პაკეტები რამდენიმე ოჯახში მიიტანა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს   გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გრძელდება ცენტრალური ქუჩების, ტროტუარების და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა. მუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გზების მორეცხვის სამუშაოები ა(ა)იპ ,,გამწვანების და კეთილმოწყობის” სამსახურის მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. სადეზინფექციო სამუშაოების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები ტარდება. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,...
ალავერდის უძველესი ტაძარი ისტორიულ იერსახეს იბრუნებს. ამის შესახებ კახეის ხმა წერს. რამდენიმე წლის წინ დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების წინანდელ ტრადიციებს გააცოცხლებს, მათ შორისაა ღვინის დაწურვა-შენახვის უძველესი ტექნოლოგიები. რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა, აქტიურად არის ჩართული ეპარქიის მღვდელმთავარი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითი. ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში უსაფრთხოების წესის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამჯერად, კომპანიამ დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. შედეგად, ათეულობით ოჯახი უკვე სარგებლობს გამართული საკანალიზაციო ქსელით. აღნიშნულ ქუჩაზე წლების განმავლობაში არ არსებობდა ცენტრალური წყალარინების სისტემა, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოების ფარგლებში რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე ცენტრალური ქსელი გაკეთდა, ამორტიზებული სისტემები ახლით...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკაიძემ კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადება 18 მარტს გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდგომ 27 დღე გავიდა, მაგრამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმების ნაწილს კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობაზე გადამზადება ჯერ კიდევ არ გაუვლია. ამის სესახებ რადიო მარნეული წერს.  „80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომლებსაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის...
წინა სტატია ახალციხის ბაზრის დირექტორის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრში გუშინ, 13 აპრილს იმყოფებოდნენ. დღეს, 14 აპრილს გახდება ცნობილი გაიხსნება თუ არა ბაზარი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  „გუშინ მოვიდნენ და შეამოწმეს, ველოდებით დღის ბოლომდე პასუხს, დადებითად შეგვაფასეს და დასკვნა თბილისში გაადაგზავნეს“, - ამბობს ვახტანგ ქართველიშვილი. ახალციხის ბაზარი 30 მარტის შემდეგ ფაქტობრივად დაკეტილია, აკრძალულია გარევაჭრობა, შიდა სექციები კი დახურულია, სავაჭრო...
შემდეგი სტატია ახალციხის ბაზრის დაკეტვას მოვაჭრეები აპროტესტებენ, მათი თქმით, გასაყიდად შეძენილი ხილ–ბოსტნეული უფუჭდებათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის ბაზარი გარევაჭრობა ორი კვირის წინ აიკრძალა, რამდენიმე დღეა დაკეტილია შიდა ტერიტორიაც. აქ მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობს. მოაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის დაკეტვის გამო, რამდენიმე ასეული ლარის ზარალი ნახეს, რადგან ხილ–ბოსტნეულის გაყიდვა ვერ მოასწრეს, ამიტომ გადაყრა მოუწიათ. „ნახევარზე მეტი უკვე გადავყარე. დანარჩენ პროდუქტსაც იგივე ელის. არავის არაფერი...
ბოლო 24 საათის განმავლლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა. როგორც დარგალი აცხადებს, საგანგებო რეჟიმი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა სოფელ მარადისში დაფიქსირდა. „დაახლოებით, 3 დღის წინ, სოფელ მარადისში კორონავირუსის 6 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. სხვა სოფელსა და ქალაქში გავრცელება არ მომხდარა. ყველა კონტაქტი...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს გადასცემს. სააგენტოს ინფორმაციით, 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარების მიზნით, სააგენტოს ბიუჯეტში 100 000 ლარამდე გამოიყო. ნობათისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება, საქართველოს ყველა რეგიონში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით დღეიდან დაიწყო. "ამ ეტაპზე, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები მიიღებენ....
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა შპს “ზუგდიდაგროსერვისი” არ უნდა დააფინანსოს, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს “ზუგდიდაგროსერვისი” მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს. 2018-2019 წლებში შპს “ზუგდიდიაგროსერვისმა” ადგილობრივი ბიუჯეტიდან 460,000 ლარი მიიღო, 2020 წელს კი მისი ბიუჯეტი 350 000 ლარს შეადგენს და ზუგდიდში არსებულ სამ მუნიციპალურ შპს-ს შორის ერთადერთია, რომელსაც...
გორის მუნიციპალიტეტის მერია შესყიდვების სააგენტოს კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო ხსნარების შესაძენად პირდაპირი შესყიდვის განსახორციელებლად ნებართვას სთხოვს. უწყება ამ ეტაპზე 200 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის საჭიროებას მიიჩნევს. "არსებული ვითარებით, მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს. ასევე, მუნიციპალიტეტის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სადეზინფექციო ხსნარით შეწამვლის მომსახურების შესყიდვისთვის საჭიროა 200 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი, რის ღირებულებაცაა 5 000 ლარი", -წერია მერიის განცხადებაში. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს...
შემდეგი სტატია დღეს დილიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ეპიდემიოლოგები იმ ოჯახების წევრებს იკვლევენ, ვისთანაც კორონავირუსით დაინფიცირებულს კონტაქტები ჰქონდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  სოფლის წარმომადგენლის, ბაჩო (თამაზ) ხუციშვილის განცხადებით, მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდება. საეჭვო შემთხვევების შესახებ, ის ინფორმაციას არ ფლობს. სოფელში მუშაობენ ასევე კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც. ცენტრის ხელმძღვანელის დირექტორის, ნანა ნინოშვილის თანაშემწე ამბობს, რომ შუადღის 13 საათამდე არც ერთი...
კორონავირუსის პრევენციისათვის ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, აგრარულმა ბაზრებმა მუშაობა შეაჩერა. როგორც ბაზრის დირექტორი, ოლეგ არღვლიანი აცხადებს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია და ელოდებიან შემდეგ მითითებებს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.  "ის რეკომედნაციები, რაც მოგვცეს გათვალისწინებულია.ველოდებით პასუხს. როდის განვაახლებთ მუშაობას ვადა არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ ჩვენ ახლაც მზად ვართ განვაახლოთ მუშაობა. ყველა იმუშავებს პირბადეებით და ხელთათმანებით და მოუწევთ ჰიგიენური ნორმების დაცვა", - ...
მასშტაბური პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსისა“ და „სოციალური მუშაობის კანონის“ ფარგლებში მომზადდა. პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ იმუშავა. თვითმმართველობებისათვის სოციალური მუშაკების შერჩევა და გასაუბრება გასული 2 თვის განმავლობაში ჩატარდა. 13 აპრილიდან კი, მათი პროფესიული გადამზადება დაიწყო, რომელსაც WORD VISION-ი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პანდემიის გამო, პროფესიული გადამზადება, პირველ ეტაპზე, დისტანციურად მიმდინარეობს და მას მასწავლებლის...
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ