სააღდგომოდ დაიკეტება თუ არა გურიაში სასაფლაოები, ჯერ უცნობია, – აღნიშნული განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გააკეთა.
„ძალიან მალე მიღებული იქნება გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაიკეტება თუ არა სასაფლაოები ჩვენს რეგიონში. სამართალდამცავები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მოხალისეები ცდილობენ, დაარეგულირონ რიგები მაღაზიებში. კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, დარჩნენ სახლში“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში...
თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე განსათავსებელი სკამების შესყიდვის ტენდერი შეწყვიტა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა.
კომისიის ოქმის თანახმად, „ჭავჭავაძის გამზირზე მოსაწყობი ურბანული მოხმარების სკამების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
„ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში ვერ დაუკონკრეტეს, ტენდერი წელს თავიდან გამოცხადდება თუ არა.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი შეჩერებულია. შესაბამისად,...
სააღდგომოდ რუსთავში სასაფლაოები დაიკეტება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
"ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში მიიღება შეზღუდვები, მეც ვადასტურებ რომ რუსთავის სასაფლაოსთან მისასვლელი იქნება შეზღუდული და ჩაიკეტება,"- განაცხადა რეხვიაშვილმა.
სასაფლაოების დახურვაზე განცხადება გაავრცელა ბოლნისის მერიამაც.
"კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღდგომის დღესასწაულსა და მომდენო ერთი კვირის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა სასაფლაო დროებით დაიკეტოს.
მუნიციპალიტეტში არსებული...
სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში სასაფლაოების გადაკეტვა მერიაში არ განიხილება.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში სასაფლაოები არ გადაიკეტება, საკარანტინო წესების დარღვევისთვის მოსახლეობა მაინც დაჯარიმდება.
„იქ (სასაფლაოებზე) პროცესი გაკონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობასაც მოვითხოვთ,“ - განაცხადა ზაურ დარგალმა
მარნეულის მერი არ აკონკრეტებს, თუ რა შემთხვევაში გახდება საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობა....
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და კრიზისების მართვის ჯგუფმა ლელიანის თემში მაცხოვრებლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მათ ადგილობრივებს მთავრობის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები კიდევ ერთხელ შეახსენეს.
მერის ინიციატივით, მოსახლეობას დაურიგეს პირბადეებიც. მოქალქეების თერმოსკრინინგი მთელს მუნიციპალიტეტში იგეგმება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოსი სრული კარანტინის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
"სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. იმსჯელებს ამაზე საკოორდინაციო საბჭო. ჩემი რეკომენდაციები მე დღეს გავაჟღერე საბჭოზე და იქნება ეს რეკომენდაციებიც, მივალთ ჩვენ მაქამდე, რამდენიმე ნაბიჯი გვკლია", - თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შიდა გადაცემათა შემთხვევები მომატებულია. მისივე ინფორმაციით, საქართველოში, დაახლოებით, 14-15 კლასტერია.
"ძალიან დიდია უკვე...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გამონაკლისის სახით, სასაფლაო მხოლოდ მხოლოდ მიცვალებულის დასაკრძალად გაიხსნება. თვითმმართველობებში მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად დაიცვათ რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ სახლებიდან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასაფლაოები კახეთის რეგიონიდან თელავის მუნიციპალიტეტში იკეტებოდა.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით...
ქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა. გარკვეული პერიოდის განავლობაში ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო შესაძლებელი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, დღეიდან სატრანსპორტო საშუალებები ორმხრივად იმოძრავებენ.
კერძოდ, გზა ორმხრივად გაიხსნა, რათა ქუთაისის ჩაკეტილ ქალაქად გამოცხადების გამო, გადაადგილდნენ სატრანზიტო და სადისტრიბუციო ავტომანქანები, აგრეთვე ის მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის მიხედვით საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს უბრუნდებიან.
ამ დროისთვის ქალაქის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შემცირებულია, მოძრაობენ მხოლოდ სადისტრიბუციო ავტომობილები და სასიცოცხლო...
თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება, – ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების პარალელურად იქნა მიღებული.
თელავის მერიაში განმარტავენ, რომ გამონაკლისის სახით, სასაფლაო მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვის მიზნით გაიხსნება.
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდოთ თავშეყრის ადგილებს და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში: ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.
“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები. რასაც სპეციალისტები გასცემენ“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, დაიხურება აგრარული ბაზრებიც.
მისი განცხადებით,...
წინა სტატია
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომოდ სასაფლაოები 3 დღის ნაცვლად, 10 დღით დაიკეტება.მისივე თქმით, შესაძლოა, ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, სასაფლაოებისკენ მიმავალი გზები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩაიკეტოს.
„ჩვენ 3 დღე გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, გუშინ, როგორც ხელისუფლებამ გააჟღერა, ეს შეზღუდვები 10 დღე იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიან პოლიტიკას გავატარებთ და იმერეთშიც ეს შეზღუდვა 10 დღე დაწესდება. ხელისუფლება დეტალებს სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს და...
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დღეს ზუგდიდის ბაზარი დაიხურა, მაქსიმუმ ხვალ დილისთვის კი ფოთის დაიკეტება.
ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იძულებულები გახდნენ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, მოქალაქეთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო. მისი თქმით, ქალაქებში არათუ შეწყდა მოქალაქეთა და ავტომობილთა ნაკადი, არამედ პირიქით, გაიზარდა. მანვე აღნიშნა, რომ ზუგდიდის ბაზარში, სამართალდამცველთა მობილიზაციის მიუხედავად, პროცესი უმართავი შეიქმნა.
"მე მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მეწარმეებს, ვინც დღეს დაზარალებული...
მარნეულში რუსთაველის და ჟორდანიას ქუჩებიდან ცენტრალური ბაზრის შესასვლელები გადაკეტილია.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ ბაზრის შესასვლელის გადაკეტვა გარევაჭრობის აკრძალვის გამო მოხდა.
„მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის რეკომენდაციებისა, მარნეულის ბაზრის მიმდებარედ მაინც შეიმჩნეოდა გარევაჭრეების სიმრავლე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაკეტილიყო ბაზრის შესასვლელი და გარემოვაჭრეებს აღარ მისცემოდათ შესაძლებლობა დაერღვიათ კანონი,“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.
მარნეულის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მერიის...
პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო ოთხი დღე გადამწყვეტი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტია მომდევნო 4 დღე. არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, ინფექციის სიმპტომები ჩნდება მე-4, მე-5 დღეს. არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან....
თელავის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორის ჩართულობით სოციალური აქციები გრძელდება.
თელავის მერიის ინფორმაციით, სოციალური აქციის ფარგლებში, "StopCov ფონდში" 300 ათასი ლარის გადარიცხვის პარალელურად, კომპანია "თელავის ღვინის მარანმა", თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 1000 სასურსათო პაკეტი გადასცა.
„მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა თელავი-ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი სესიაშვილთან ერთად სასურსათო პაკეტების დასაწყობებისა და გაცემის პროცესში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული სასურსათო პაკეტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჭირვებულ მოსახლეობას ეტაპობრივად გადაეცემა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო. პროექტს ENPARD - ის პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში, ,,LAGI-დედოფლისწყარო“ აფინანსებს.
მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5 000 ერთეულ პირბადეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას გადასცემს. მერია, თავის მხრივ, პირბადეებს უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































