თელავის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორის ჩართულობით სოციალური აქციები გრძელდება.
თელავის მერიის ინფორმაციით, სოციალური აქციის ფარგლებში, “StopCov ფონდში” 300 ათასი ლარის გადარიცხვის პარალელურად, კომპანია “თელავის ღვინის მარანმა”, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 1000 სასურსათო პაკეტი გადასცა.
„მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა თელავი-ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი სესიაშვილთან ერთად სასურსათო პაკეტების დასაწყობებისა და გაცემის პროცესში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული სასურსათო პაკეტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჭირვებულ მოსახლეობას ეტაპობრივად გადაეცემა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კომპანია ,,თელავის ღვინის მარანს” გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.