საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ მიმართა, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა და საკოორდინაციო საბჭოს წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილს აღდგება. ამავე დღიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნაც.
ჩიქოვანის თქმით, მთავრობა 24 აპრილს წარმოადგენს ანტიკრიზისულ პროექტს - მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.
ასევე, მთავრობა პარასკევს წამოადგენს შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნის გეგმასაც.
ახალი...
შიდა ქართლში კიდევ ერთი ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ე. წ. ცხელების ცენტრი ერთდროულად 35 პაციენტის მიღებას და მართვას შეძლებს.
ე.წ. ცხელების ახალ ცენტრში არსებულ მდგომარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ცხელების ცენტრების რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა პრობლემების გარეშე ხდება.
"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში...
საქართველოს 11 რეგიონიდან კორონავირუსი ამ ეტაპზე მხოლოდ ორში არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე ჩატარებული სკრინინგისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგად, COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი არ ყოფილა გურიასა და კახეთში. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, შემთხვევა ასევე არ იყო დაფიქსირებული სამცხე-ჯავახეთშიც, თუმცა 19 აპრილს ვირუსი დაბა ახალდაბაში 30 წლამდე პირს დაუდასტურდა.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა.
რაც შეეხება საქართველოში დაფიქსირებულ პირველ შემთხვევას, ის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცისაათვის ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 736 306 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყო და 27 აპრილს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მოეწყობა ახალი მონოლითური კიბეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ლამპიონებს. პროექტის მიხედვით 100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები მოეწყობა, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდება.
ქალაქის მერმა ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება გასულ წელს...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოჯახის ექიმებისთვის სპეციალური სამედიცინო ეკიპირება შეიძინა. სამედიცინო ხალათები, ქუდები, სახის დამცავი ფარები და პირბადეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 18 ოჯახის ექიმს გადაეცემა - თითოეულ მათგანს 10 ერთეული ეკიპირება.
ეკიპირების გაცემას ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ...
ჩვენ შევასრულეთ სურსათის ეროვნული საგენტოს რეკომენდაციები და ახლა ველოდებით კიდევ ერთხელ შემოწმებას -აცხადებს ქუთაისის ცენტრალური ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანი.
"ჩვენთან იყვნენ მოსულები სურსთის ეროვნული საგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც მოგვცეს რეკომენდაციები, ეს არის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა დახლებს შორის, მოქალაქეების გადაადგილების რეგულირება. ჩვენ შევასრულეთ ეს მოთხოვნები და ველოდებით კიდევ ერთხელ შემოწმებას - დახლები დავაშორეთ ერთმანეთს, შევიმუშავეთ მოქალაქეთა გადაადგილების სქემა. მოქალაქეთა შემოსვლა მოხდება...
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
ამჯერად, ჯაფარიძის ქუჩა № 8-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო. პროექტის შედეგად, სავალი გზა და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები გრუნტის ჩამოშლისგან იქნება დაცული და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოგვარდება.
პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო. ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა“ ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელზეც მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მუშაობა უკვე დისტანციურად აქტიურ რეჟიმში გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებით 10 რეგიონის საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტთან, (ქობულეთი, ოზურგეთი, ონი, ზუგდიდი, მესტია, ქუთაისი, გორი, თიანეთი, დმანისი, სიღნაღი და ახალციხე) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დისტანციურად გაფორმდა.
„მემორანდუმების გაფორმებისთვის თავდაპირველად დაგეგმილ ღონისძიებას, ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე, მისი...
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა გონივრულ შეზღუდვას, რაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად არის საჭირო, მაგრამ არსებული ფორმით და აბსურდული შეზღუდვებით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.
"აბსურდულია მაგალითად, ცოლ-ქმრის დაჯარიმება ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის, მანქანით გადაადგილების შეზღუდვა და კიდევ ბევრი სხვა რამე. უნდა იყოს მკაფიო კრიტერიუმები, სადაც შეუძლებელი იქნება, რომ ერთ სფეროში ერთი სუბიექტი დახურონ, სხვებმა კი, რატომღაც...
კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა რეგიონებში ადგილობრივი ამბულატორიების გამართული მუშაობა, რაც არაერთ სოფელში დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება. ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სადაც სს ნენსკრა ჰიდროსა და კორეული K-water-ის დაფინანსებით ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მოეწყო დღისა და ე.წ. ლუქს-პალატები სველი წერტილებით, ასევე ოჯახის...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ. აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი. მოქალაქეებს უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად....
ქუთაისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტების მიღებას ჩხობაძის სახელობის კლინიკის გარდა, კიდევ ოთხი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს.
ცხელების ცენტრის ფუნქცია ექნებათ კლინიკა „ბომონდს“, „ჰოსპიტალსერვისს“ (ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე #5 პოლიკლინიკა), რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოსა და „მედიქალსითის“.
ფეხმძიმეებს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, „ბომონდი“ მოემსახურება.
აქამდე, პაციენტებს მხოლოდ ცხელების ცენტრად გადაკეთებული ჩხობაძის სახელობის სამედიცინო დაწესებულება იკვლევდა.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით ცხელების კლინიკები და ზონები შეიქმნა....
აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება მოქალაქეებს სემეკის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია. ამასთან, უწყების ცნობით, მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარი 3 534-მა პირმა განაცხადა.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, შეახსენებს, რომ...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ზაურ დარგალი განმარტავს, რომ დადასტურებულ შეთხვევებთან კონტაქტში მყოფ პირებს თვითიზოლაციის ვადა გაუვიდათ, მხოლოდ 2 პირზე გრძელდება მეთვალყურეობა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. გუშინ აღებულ ტესტირებებზე ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა. დადასტურებული კონტაქტებიდან 2 შემთხვევის გარდა, თვითიზოლაციის ვადა ყველას გაუვიდა, მხოლოდ მარადისის კლასტერთან დარჩა თვითიზოლაციის ვადა, დაახლოებით, 5-6...
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ბათუმის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს პარკებსა და სკვერებში სეირნობისაგან დროებით თავი შეიკავონ და დაიცვან სოციალური დისტანცირება. ასევე ის რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.
''ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, კვლავ მოგმართავთ თხოვნით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდოთ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს...
მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის მიზანია არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება.
ასევე პროგრამის ამოცანას ქვეყანაში ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება წარმოადგენს.
პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის საქართველოში ხორბლის იმპორტის მიზნით სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით: სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებში პოტენციური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































