მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
ამჯერად, ჯაფარიძის ქუჩა № 8-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო. პროექტის შედეგად, სავალი გზა და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები გრუნტის ჩამოშლისგან იქნება დაცული და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოგვარდება.
პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო. ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.