ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სტრუქტურული ერთეულების უფროსები ესწრებოდნენ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე რწმუნებულმა მიმდინარე საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ვირუსის თავიდან აცილების მიზნით მიმდინარე დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები, საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, ხელისშემშლელი ფაქტორები, თუ როგორ მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი და როგორ მარაგდება მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით...
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახერხოს, მომავალ კვირაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბითუმო ბაზარი გაიხსნება. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს პროდუქციის გადინებას როგორც კახეთში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
ქადაგიშვილის განცხადებით, ხილის სეზონზე ბაზარი მოეწყობა ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
„ჩვენ დღესაც ვიყავით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოსტნეული კულტურები შემოდის აქტიურად, გადაადგილება არის თავისუფალი, ანუ...
წინა სტატია
"ევროპულ საქართველო" ანტიკრიზისული გეგმის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, სრულფასოვანი ანტიკრიზისული გეგმა უმუშევრად დარჩენილებისთვის კომპენსაციას უნდა ითვალისწინებდეს და პოსტკრიზისულ სტადიაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის გამოცოცხლების სტრატეგიას უნდა მოიცავდეს.
„ასევე, ეს გეგმა უნდა მოიცავდეს, სოციალურ კომპენსაციას თვითდასაქმებულებისა და გაჭირვებული მოსახლეობისთვის. დახმარება ბიზნეს გადასაახადების შემცირებისა და მიმდინარე გადასახადების განულების გზით, საბიუჯეტო სახსრების მკვეთრად შემცირება და გამოთავისუფლებული თანხების დახარჯვა სოციალური მიზნისთვს და ბოლოს, უნდა მოიცავდეს პოსტკრიზისულ სტადიაზე...
თბილისთან მოსაზღვრე და მასთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში მყოფი დასახლებების (ლისი, წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, კიკეთი, მსხალდიდი, წყლულეთი, მუხათგვერდი, ბევრეთი) მცხოვრებლებს თბილისის ტერიტორიულად მომიჯნავე გამგეობის წარმომადგენლები ეხმარებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, გამგეობების წარმომადგენლები სოფლის რწმუნებულებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტში არიან.
„გამგეობების წარმომადგენლები ადგილობრივებს ეხმარებიან როგორც საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგებაში, ისე დროებითი საშვების გაცემის თვალსაზრისით....
წინა სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შეკრებილ მოქალაქეებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეებს ურიგებენ.
ამასთან, ადგილობრივებს სამართალდამცველები დაშლისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, ასევე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ისინი სავაჭრო ქსელ „ჯიბეს"...
წინა სტატია
სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაციის“ ცერემონია მიმდინარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ფიცი დადო.
„ვფიცავ, აფხაზეთის მრავალეროვნული რესპუბლიკის წინაშე, რომ გამოვიყენებ ჩემს ცოდნასა და ძალას მისი კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის. ჩემი მოქმედებებით მკაცრად დავიცავ აფხაზეთის კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვიქნები აფხაზეთის ხელისუფლების მიერ კანონის დაცვის გარანტი რესპუბლიკის ყველა მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისას. დაე, დამსაჯოს ჩემმა ხალხმა, თუ გადავუხვევ ამ წმინდა მოვალეობისგან“,-განაცხადა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი, - ამ სიტყვებით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც პროდუქციის ჩაბარებისას სოციალურ დისტანცირებას არ იცავენ.
ცნობისთვის, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებენ, ხმაურია.
როგორც შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცედურა სოციალური დისტანცირების და რეკომედენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.
„ახლა პროდუქიის ჩაბარების ეტაპია, მაგრამ ეს ეტაპი რეკომენდაციის,...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
მარნეულში, სადაც გუშინ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების მოთხოვნით აქციას მართავდა, ამ წუთებშიც ხმაურია. როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციის შესაძენად მივიდნენ, თუმცა, მერის თქმითვე, ხალხი ბევრი შეიკრიბა და ყველაფერს სიის მიხედვით მოაგვარებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„ახლა მოსახლეობის პროდუქციას იბარებენ, პროდუქციის გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, ბევრი ხალხი შეიკრიბა და ამ ყველაფერს ვარეგულირებთ, სიებით...
წინაპირობები იმისა, რომ საქართველოში პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა პურის საცალო ფასის სტაბილურობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხებზე საწარმოებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ...
ფერმერებისა და მევენახეების ხელშეწყობის მიზნით, სეზონური სამუშაოები რომ აგროვადების დაცვით ჩაატარონ და ყველა საჭირო პრეპარატის შეძენა მოახერხონ, სპეციალური მაღაზიები იმუშავებს, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ავტომობილებით გადაადგილებისთვის გამონაკლისის დაშვებასთან ერთად, ფერმერებსა და მევენახეებს საშუალება ეძლევათ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიაში პესტიციდები შეიძინონ. მაღაზია ფერმერებისთვის ხელსაყრელი დროის შესაბამისად გაიხსნება, რათა მათ გადაადგილებისთვის...
თელავის აგრარული ბაზარში სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ბაზრის გახსნა 27 აპრილს იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“დაგვრჩა რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც ორშბათამდე მოწესრიგდება, სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს და დიდი ალბათობით ბაზარი 27 აპრილს გაიხსნება”, – განაცხადა აგრალური ბაზრის დირექტორმა მერაბ თურქოშვილმა.
ცნობისთვის, თელავის აგრარული ბაზარი 5 აპრილს დაიხურა. ბაზარში ოთხმოცზე მეტი მოვაჭრე და ათობით მცირე მაღაზია მუშაობდა.
ბაზარი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული...
ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე და ელექტრონულ მეილზე, ასევე, შესალებელია მიწერა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:
ცხელი ხაზი: 591 85 45 45
ცხელი ხაზი: 591918928
ელ ფოსტა: s.j.gubernia@gmail.com
ცხელი ხაზი: 591 918 818
ცხელი ხაზი: 595 091133
ცხელი ხაზი: 599 20 13...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
უწყების ცნობით, სოფელ ღვანკითის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს. საკონტროლო გამშვებ...
საქართველოს მთავრობა ადგენს იმ შემთხვევებს, როცა შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება. მათ შორის ეს ეხება ექიმთან ვიზიტის საჭიროებას, კლინიკიდან პაციენტის გამოწერას და ასევე, საავადმყოფოებში მყოფი პირებისთვის სხვადასხვა ნივთების მიწოდების საჭიროებას.
მთავრობის ინფორმაციით, ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს პაციენტებს/თანმხლებ პირებს გადაადგილების უფლება კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში აქვთ. ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი...
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შუახევის მერთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში, აგრო მაღაზიის მუშაობის პროცესს გაეცნო. ტიტე აროშიძის თქმით, ამჟამად მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და გარკვეულ საათებში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დაშვება მნიშვნელოვანია სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის.
"იმისთვის, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და მოსახლეობას აგროქიმიკატების მომარაგებას არ შეექმნას პრობლემა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო...
დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ ფუნქციონირებას შეძლებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურისე ინფორმაციით, ფუნქციონირება უკვე დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.
"ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ. ასევე ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე სექცია რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის,“- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.
მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის აგრარულ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































