თელავის აგრარული ბაზარი 27 აპრილს გაიხსნება

452

თელავის აგრარული ბაზარში სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ბაზრის გახსნა 27 აპრილს იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“დაგვრჩა რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც ორშბათამდე მოწესრიგდება, სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს და დიდი ალბათობით ბაზარი 27 აპრილს გაიხსნება”, – განაცხადა აგრალური ბაზრის დირექტორმა მერაბ თურქოშვილმა.

ცნობისთვის, თელავის აგრარული ბაზარი 5 აპრილს დაიხურა. ბაზარში ოთხმოცზე მეტი მოვაჭრე და ათობით მცირე მაღაზია მუშაობდა.

ბაზარი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და არამხოლოდ თელავის, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასაც ემსახურებოდა.