სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე აგრარული ბაზრები პერიოდულად გაიხსნება. პირველ ეტაპზე გახსნილ 24 მათგანს შორის, სამცხე-ჯავახეთიდან მხოლოდ ახალქალაქის ბაზარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  30 აპრილის მონაცემებით, სულ გახსნილის 24 აგრარული ბაზარი. მათ შორის: სამცხე-ჯავახეთის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ახალქალაქში; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში: 3 აგრარული ბაზარი (1-ზუგდიდში, 2- ფოთში); აჭარაში: 3 აგრარული ბაზარი ბათუმში (მათ შორის ერთი - თევზის ბაზარი); ქვემო ქართლის...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის შვილმა, ლერი რაზმაძემ მმართველ პარტიას 4 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  შემოწირულობა მიმდინარე წლის 13 მარტს ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ეს ლერი რაზმაძის პირველი შემოწირულობა არ არის. მან "ქართულ ოცნებას" 2019 წელს 5 000 ლარი შესწირა.
ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რაც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. საკვები პროდუქტების გაცემას რამდენიმე ბაღში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემეიშვილი, მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი...
წინა სტატია დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს: ბათუმის მოსახლეობა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) გათავისუფლდა. აღნიშნული შეღავათი შეეხო იმ ობიექტებსაც, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეეზღუდათ საქმიანობა, არ ფუნქციონირებენ და არ წარმოქმნიან ნარჩენებს. ობიექტები თავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არსებული შეზღუდვის დროით. იმ...
ჯი-ვი-პი 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება და 5 მაისს 15:00 სთზე დასრულდება. კომპანიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის სატუმბო სადგური დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ობიექტია. სწორედ ამ სადგურის საშუალებით ხდება ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში სასმელი წყლის ნაკადების მართვა და მოსახლეობისთვის ქსელში განაწილება. ჯი-ვი-პი 4 მაისს ბახტრიონის...
დედაქალაქის მერია უსახლკარო ადამიანებს ლილოში მდებარე თავშესაფარს სთავაზობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მერს კითხვით მიმართეს, თუ რას სთავაზობს დედაქალაქის მერია იმ ადამიანებს, ვისაც ღამის ქუჩაში გათევა უწევს და ამით დაწესებულ კომენდანტის საათს არღვევს. „მერია სთავაზობს თავშესაფარს, რომელიც არის განთავსებული ლილოში და საკმაოდ ბევრი ადგილია დარჩენილი. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კონკრეტული თავშესაფრით, რომელიც არის ყველანაირად მოწესრიგებული,...
გორში სხვადასხვა ლოკაციებზე 600 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ამის შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. "ამ ეტაპზე მიმნდინარეობს ქალაქში არსებული სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება. სეზონური სამუშაოების ფარგლებში ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე დაირგო სხვადასხვა ჯიშის 600 ძირი ხე-მცენარე, მიმდინარეობს ბალახის თიბვის სამუშაოები, ნერგების მორწვა, ხეების გასხვლა-ფორმირება და გადაბელვა," - აცხადებენ სააგენტოში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,...
წინა სტატია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილში მდებარე „ანას ბაღთან“ მშენებლობაზე ნებართვა თავის დროზე სწორად გაიცა და მშენებლობის გაგრძელებით ბაღს პრობლემა არ შეექმნება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მერობის პერიოდში ქალაქში არსებულ სკვერებში მშენებლობა ვერ მოხდება და იმ პროექტს, რომელიც „ანას ბაღთან“ ხორციელდება, პარკთან კავშირი არ აქვს. „ეს კერძო კომპანიებსა და კონკრეტულ ადამიანებს შორის დავა იყო. ის შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, როდესაც...
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერმა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა. განიხილა შესრულებული პროექტები და პროგრამები, ასევე ის შედეგები და წარმატებები, რომლებიც გასულ წელს იქნა მიღწეული. „2019 წლის ბიუჯეტი იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ამბიციური და ძლიერი როგორც რაოდენობრივად, ასევე მისი შესრულების თვალსაზრისით. საბიუჯეტო წელი დავასრულეთ...
წინა სტატია ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის კომპანიის შერჩევა ჯერ ისევ არ დასრულებულა. ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილს, რომელმაც ტენდერში რეაბილიტაციისათვის 595 041 ლარი მიუთითა, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე აღნიშნულია, რომ დისკვალიფიკაცია მას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიენიჭა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.  ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილთან ერთად ტენდერში შ.პ.ს.ლამოდერნა მონაწილეობდა. მან სამუშაოების შესასრულებლად 614 ათასი ლარი დააფიქსირა. გამოცემა ნიუპრესი წერს, ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო საქარლში მდინარე დებედამ გზის ნაპირი ჩამოანგრია. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისვლა მათთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი და საშიში ხდება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა 2011 წლიდან აქვთ და მდინარის ადიდებასთან ერთად გზის ნაპირებიც ნელ-ნელა იშლება. თავადვე ყვებიან, რომ ამ წლების განმავლობაში ადგილობრივ ხელისფულებას არაერთხელ მიმართეს და პერიოდულად ხდებოდა ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება გარკვეულ...
COVID-19-ით  გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო, ბათუმის მერია კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც საიჯარო ვალდებულებები აქვთ, პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 30 აპრილს, ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს. ამის შესახებ ბათუმელები წერს.  განკარგულების პროექტის მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების  შესრულების ვადა 2020 წლის 1-ლი მარტიდან უკვე დაუდგათ, ან მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები , უნდა მიმართონ მერიას...
video
აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  აჭარის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს  ინფორმაციით,  პროგრამის ფარგლებში  2500 ჰა ფართობი  დამუშავდება. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, გურიის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორაციას გურიის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ფერმერმა დავით დავითაძემ, მარწყვის წარმოება ღია გრუნტში დაიწყო. ბენეფიციარმა მეურნეობა მოაწყო საკუთარი სახსრებით და წლევანედლი მოსავალის საპროგნოზო რაოდენობა 40 ტონაზე მეტია. ამ ეტაპზე უკვე მოსავლის აღება მიმდინარეობს ველზე. პროდუქცია სარეალიზაციოდ გავა ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის გაიგზავნება აჭარაში. მარწყვის...
შემდეგი სტატია "ოზურგეთის მერიამ 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაიხადა,"- - ამის შესახებ განცხადებას, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით მჟავანაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელეს.  "სანამ ოლიგარქის სასამართლი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის დახვედრისთვის ასამართლებდა, ოზურგეთის მერიას 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაუხდია. თუ...
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, 80 აგრარული ბაზრიდან 24 ფუნქციონირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხსნება და ამასთან, ხდება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. "აგრარული ბაზრების გახსნის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები. ამ დროისთვის (30 აპრილის მონაცემებით) 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ