გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის შვილმა, ლერი რაზმაძემ მმართველ პარტიას 4 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შემოწირულობა მიმდინარე წლის 13 მარტს ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ლერი რაზმაძის პირველი შემოწირულობა არ არის. მან “ქართულ ოცნებას” 2019 წელს 5 000 ლარი შესწირა.