გორში სხვადასხვა ლოკაციებზე 600 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ამის შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“ამ ეტაპზე მიმნდინარეობს ქალაქში არსებული სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება. სეზონური სამუშაოების ფარგლებში ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე დაირგო სხვადასხვა ჯიშის 600 ძირი ხე-მცენარე, მიმდინარეობს ბალახის თიბვის სამუშაოები, ნერგების მორწვა, ხეების გასხვლა-ფორმირება და გადაბელვა,” – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.