გურიის სამხარეო ადმინისტრაცია: რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

423

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, გურიის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორაციას გურიის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ფერმერმა დავით დავითაძემ, მარწყვის წარმოება ღია გრუნტში დაიწყო. ბენეფიციარმა მეურნეობა მოაწყო საკუთარი სახსრებით და წლევანედლი მოსავალის საპროგნოზო რაოდენობა 40 ტონაზე მეტია. ამ ეტაპზე უკვე მოსავლის აღება მიმდინარეობს ველზე. პროდუქცია სარეალიზაციოდ გავა ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის გაიგზავნება აჭარაში. მარწყვის მეურნეობაში დასაქმებული გულიკო გაგნიძე, იმ 11 დასაქმებულ ადამიანს შორის ერთადერთია, რომელსაც თბილისში პანდეემის გამო სამსახურის მიტოვება მოუხდა და სოფელში დაბრუნდა. ის ორი კვირაა რაც აღნიშნულ სამუშაოზე მუშაობს და საკმაოდ კმაყოფილია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ფერმერ ვაჟა ბოლქვაძეს, ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიასთან“, რომლის საფუძველზეც სასოფლო სამეურნეო ტექნიკით 5,5 ჰა მიწის ნაკვეთის დამუშავების საფასურის 50% სახელმწიფო დაუფარავს, ნაწილს კი თავად ფერმერი მას შემდეგ გადაიხდის, როდესაც ამ ნაკვეთზე მოყვანილი სიმინდის რეალიზაციას მოახდენს.

გურიაში, პირველად, ბიო-პროდუქტების მოყვანა შპს „ჯორჯიან ტექნოლოჟიმ“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 100 000 ლარია და სეზონურად 50 ადგილობრივი მაცხოვრებელი ჰყავს დასაქმებული. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში საბოსტნე მეურნეობა 2,5 ჰა -ზეა გაშენებული; დაირგო 60 000 ძირი ბროკოლი, 10 000 ძირი ყვავილოვანი კომბოსტო, 10 000 ძირი სალათის ფურცელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, შპს „ბლუბერი ჰილს“ მიერ გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაცია. ბენეფიციარი დაფინანსებულია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 170 000 ლარის ოდენობით. ასევე, სარგებლობს აგროკრედიტით 600 000 ლარით. სამუშაოებში სეზონურად დასაქმებული ეყოლება 50 იდან 200 ადგილობრივი მაცხოვრებელი.