GWP 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს

483

ჯი-ვი-პი 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება და 5 მაისს 15:00 სთზე დასრულდება. კომპანიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის სატუმბო სადგური დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ობიექტია. სწორედ ამ სადგურის საშუალებით ხდება ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში სასმელი წყლის ნაკადების მართვა და მოსახლეობისთვის ქსელში განაწილება.

ჯი-ვი-პი 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების დროულად ჩატარება, სამომავლოდ, თავიდან აგვაცილებს სატუმბო სადგურის ავარიულად დაზიანების რისკებს.

ბახტრიონის სატუმბო სადგურზე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამუშაოებს დაიწყებს 4 მაისის 15:00 სთ-ზე და დაასრულებს 5 მაისის 15:00 სთ-ზე. აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე – საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ბახტრიონის ქუჩებს, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას, პეკინის, ყაზბეგის გამზირებს. ზემო ვეძისს, გაგარინის, მგალობლიშვილის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, თამარაშვილის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, კავსაძის, კეკელიძის, მცხეთის, ატენისა და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის, ზანდუკელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, გრიბოედოვის, ალ. ჭავჭავაძის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ლადო ასათიანის, პუშკინის, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, სამუშაობის მიმდინარეობის შესახებ ჯი-ვი-პი მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში მიაწვდის.