“ოზურგეთის მერიამ 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაიხადა,“- – ამის შესახებ განცხადებას, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელეს.
“სანამ ოლიგარქის სასამართლი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის დახვედრისთვის ასამართლებდა, ოზურგეთის მერიას 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაუხდია. თუ ეს ყველაფერი ქოცთათვის მოსულა, მიშას რაღას ედავებით ან კიდე სახელმწიფო დაცვის სპეცუალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას დღემდე რაღატო ატარებთ სასამართლო სხდომებზე ლეხ და მარია კაჩინსკის საფლავების შესამკობად შეძენილი “ვენოკებისთვის?” – წერს მჟავანაძე “ფეისბუკზე”.
ცნობისათვის, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია ოზურგეთის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
ოპოზიციონერ დეპუტატთა განსაკუთრებული დაინტერესება მერიის მიერ ჩურჩხელის, ღვინისა და ტყლაპის შეძენამ გამოიწვია.