აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 2500 ჰა ფართობი დამუშავდება. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.