წინა სტატია
მთაწმინიდის ფერდობზე მწვანე საფარის აღდგენა და განაშენიანება იგეგმება, რაც ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში მოხდება. პროექტს მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი ღირებულება 16 მილიონი ლარია, შესაბამისი მემორანდუმი დედაქალაქის მერიამ ფონდთან უკვე გააფორმა. ამის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია იმედმა მოამზადა.
მასშტაბური გეგმა 700-მდე ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებას და მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის 4 სეზონად გადაქცევასაც გულისხმობს. ეს არის ტერიტორია მთაწმინდის ფერდობიდან „კუს ტბის“ ფერდობამდე.
დაგეგმიილია...
აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადა დღეს იწურება. სემეკის ინფორმაციით, ხვალიდან მოქალაქეებს უარის დაფიქსირება მხოლოდ მაისის კომუნალურ შეღავათებზე შეეძლებათ.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილის კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი.
სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს პლატფორმა (www.gnerc.org/ge/covid-19), სადაც საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება...
ვანის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ამ დრომდე, ვანის სასწრაფო სამედიცინო...
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა, ანა გაგლოევამ განაცხადა.
„რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, - განაცხადა გაგლოევამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში“ 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა შორის 15 კურსანტია.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის თაობაზე 6...
პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორი შეხვედრა გაიმართება, სადაც საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე განმარტებები გაკეთდება და ასევე, იქნება კითხვა-პასუხის საშუალებაც.
„რაც შეეხება საყოველთაო სახალხო განხილვას, როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, იმედია, რომ მალე მოხდება ეს, 22-ში იქნება თუ იქიდან ორ კვირაში, ამას მომავალი დღეები გვიჩვენებს, თუმცა,...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ოცნება მოწოდებულია, რომ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს მხოლოდ "რადიკალური ოპოზიციის" პასუხისმგებლობა იქნება. ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“...
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს მიწის ნაკვეთი გაიყიდა. ყოფილმა მესაკუთრემ, გია უბირიამ 995 კვ.მეტრი ტერიტორია შპს "ლაზეთი გრუპს" მიმდინარე წლის 20 მარტს მიჰყიდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მიწის მეპატრონე კომპანია ზუგდიდშია რეგისტრირებული. მისი ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძეა, დანარჩენი 50%-ის კი ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ძმა, მამუკა კვირკვია. ეს ის ზურაბ კვირკვიაა, რომელიც ზუგდიდის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული.
"მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.
ბოტანიკური...
„ჯივიპი“ ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 11 მაისს 22:00 საათიდან 12 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: მეტრომშენის დასახლებას, ხომერიკის, მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარლის, კალანდაძის, ამირეჯიბის, შარვაშიძის, ონიანის, მიქელაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
“ჯივიპი“, ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას,...
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება. როგორც საგზაო დეპარტამენტში განაცხადეს, გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. პერიმეტრზე ააფეთქებენ ლოდებს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გზის გადაკეტვა.
დეპარტამენტის მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
მეწყერი მაგისტრალის ქედის მონაკვეთში გუშინ ორჯერ ჩამოწვა. შედეგად მოძრაობა სრულიად იყო შეწყვეტილი მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით. საავტომობილი მოძრაობა გუშინ საღამოს ცალმხრივად გაიხსნა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიციამ, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა....
2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყება და პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, დოკუმენტების წარდგენა კი შესაძლებელი იქნება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:
➡ რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
➡ მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
➡ ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის...
დღეიდან სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგიური კვლევა გაძლიერდება. კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა ახალი პაციენტიდან, შედარებით მძიმეა 76 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნება.
პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრია, სადაც ბოლო დღეებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. კვლევა ჩატარდება დღეს სოფელ გეტაშიც, სადაც დამატებით ნიმუშებს აიღებენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის...
მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა, დღეიდან მოხსნილია. დედაქალაქში შესვლა და გასვლა ყველა სახის ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია, თუმცა კვლავ მკაცრად გაკონტროლდება, რომ მსუბუქ ავტომობილში, სამ პირზე მეტი არ მოთავსდეს.
ამასთან, თბილისის შემოსასვლელებში მგზავრებს პირველადი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. საველე ჰოსპიტალში მობილიზებული იქნებიან ექიმებიც. პუნქტებზე მოხდება ტრანსპორტის დეზინფექცია.
კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ყოველგვარ გადაადგილებას...
ივლისში პატარებისთვის საზაფხულო ბაღები არ იფუნქციონირებს. როგორც იმედინიუსს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მათი სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ ივლისში არ განხორციელდება, რადგან პანდემიის გამო გარკვეული რისკები არსებობს. აღნიშვული გადაწყვეტილება ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო.
აღნიშნული პროექტის შედეგად, თბილისში ყოველ ზაფხულს, ივლისის თვეში, 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა. ძირითადად, ის პატარები, რომლებიც ამ პერიოდში თბილისიდან დასასვენებლად წასვლას ვერ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































