ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება. როგორც საგზაო დეპარტამენტში განაცხადეს, გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. პერიმეტრზე ააფეთქებენ ლოდებს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გზის გადაკეტვა.
დეპარტამენტის მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
მეწყერი მაგისტრალის ქედის მონაკვეთში გუშინ ორჯერ ჩამოწვა. შედეგად მოძრაობა სრულიად იყო შეწყვეტილი მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით. საავტომობილი მოძრაობა გუშინ საღამოს ცალმხრივად გაიხსნა.