„ჯივიპი“ ისნის რაიონში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს

458

„ჯივიპი“ ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 11 მაისს 22:00 საათიდან 12 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: მეტრომშენის დასახლებას, ხომერიკის, მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარლის, კალანდაძის, ამირეჯიბის, შარვაშიძის, ონიანის, მიქელაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

“ჯივიპი“, ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, სრულად განაახლა წყალმომარაგების სისტემა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა 1 კმ სიგრძის წყალარინებისა და 2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. კომპანიამ პროექტში 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ჯივიპი“ დღეს, 11 მაისს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, სამუშაოების პირველ ეტაპს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 11 მაისს 22:00 საათიდან 12 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში:

მეტრომშენის დასახლებას, ხომერიკის, მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარლის, კალანდაძის, ამირეჯიბის, შარვაშიძის, ონიანის, მიქელაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.