11 მაისს ბათუმის აგრარული ბაზარი გაიხსნა. მოვაჭრეების ნაწილმა დახლზე სარეალიზაციოდ პროდუქცია უკვე გამოიტანა, მაღაზიების ნაწილი კი დღეს ისევ დაკეტილი იყო.
ბაზარში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგიც უტარდებათ. შენობის შესასვლელთან ჯერ-ჯერობით დეზობარიერი დამონტაჟებული არ არის. ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, აუცილებელია შენობაში შესულ პირებს ჰქონდეთ პირბადე და ხელთათმანი.
ბაზარში ვაჭრობა დაავადებათა კორტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად უნდა წარიმართოს.
''აგრარული ბაზრის შიდა დახურული სივრცე გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ეროვნული...
"ჩვენ აღარ დავუშვებთ გარევაჭრობას, ვისაც სად მოუნდებოდა, იქ რომ დგებოდა და ჰყიდდა თავის პროდუქტს", - ეს განცხადება გორის მერმა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "კომუნიკაცია დისტანციურად" განაცხადა.
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებს, წმინდაწყლის და გეორგია 21 - ეს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გადანაწილებას და საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობს. როგორც თავზარაშვილი ამბობს, დახლები, რომლის დემონტაჟიც აპრილის შუა რიცხვებში მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა,...
"ახალბაღის" ატრაქციონებზე, შესაძლოა, ხელშეკრულება გორის მერიამ იმ კომპანიას გაუფორმოს, რომელმაც ლედ მონიტორების ტენდერში გაიმარჯვა. საუბარია შპს იმგოზე, რომელიც ერთადერთი მონაწილეა 800 000 ლარიან ტენდერში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერის ინფორმაციით, გამარჯვებული გამოვლენილია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ახალბაღში უკვე დაწყებულია ძველი ატრაქციონების დემონტაჟი და სექტემბრამდე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ატრაქციონები უნდა დაამონტაჟოს.
"ტენდერი დასრულდა და გამოვლინდა...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები მუშაობას საგანგებო მდგომარეობის შემდეგ განაახლებენ, - ამის შესახებ გადაცემაში "კომუნიკაცია დისტანციურად" გორის მერმა ისაუბრა.
კონსტანტინე თავზარაშვილი ფიქრობს, რომ საზაფხულო ბაღების მუშაობა შესაძლებელი იქნება და თუ მანამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოიხსნა, მუშაობას ყველა ბაღი ჩვეულ რეჟიმში აღადგენს მუშაობას.
გორის მერის თქმით, პროდუქტის დარიგება აღსაზრდელებზე იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საბავშვო ბაღები არ გაიხსნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დიდი იმედი აქვთ, რომ ეკონომიკის ძირითადადი გამწვები ლოკომოტივი აჭარა გახდება. ამის შესახებ მან ბათუმში ტურიზმისა და სასტუმროს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება და რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა. ძირითადად იმიტომ, რომ ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის, რა თქმა უნდა იქ მთაც...
საბავშვო ბაღებში არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს მთაწმინდის რაიონის 172-ე ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც მშობლებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების გადაცემის პროცესს გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.
„მოგეხსენებათ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბავშვებს ის საკვები, რაც ამ დღეების განმავლობაში უნდა მიეღოთ არამლფუჭებადი პროდუქტების სახით, შეგვეგროვებინა...
გახარია: მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კოვიდ19-სგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს. როგორც პრემიერმა ბათუმში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ ზონებს შორის განიხილება საირმე, წყალტუბო, გუდაური და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. მისივე თქმით, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები.
„იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი...
იმ პროცესებში, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა, რადგან ქართულ ტურიზმს აქვს მაგნიტურობის ძალა – მთაც არის, ღვინოც, კიდევ ბევრი რამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს აჭარას, ისევე როგორც თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება.
პრემიერმა ისაუბრა ცალკეული ტურისტული ზონების...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, მათთან ყველაზე გვიან მოიხსნება.
ქორიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები საკარანტინე სივრციდან ვლინდება, შეზღუდვების მოხსნასთან დაკაშირებით, ჯერ საუბარი არ არის.
„54 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, დღეს 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა. ეს შემთხვევები საკარანტინე სივრცეებიდანაა. აღნიშნული პირები ინფიცირებულების - ექთნისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის ოჯახის წევრები არიან. ექთნები გადავამზადეთ და ჩვენ...
ეკონოიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებით ტენდერის მომზადებაზე მუშაობა შეჩერებულია და ის განახლდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა აღდგება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
“ანაკლიის პორტი კვლავინდებურად არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. მას შემდეგ, რაც აღდგება ფრენები, აღდგება ეკონომიკური ატქივობა, ჩვენ კვლავინდებურად დავუბრუნდებით ანაკლიის ტენდერს. ჩვენ გვაქვს მყარი ვარაუდი,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ვეტერან დევნილთა განსახლების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის გამოყოფილია 180 ბინა, მათ შორის 60 - თბილისში, 60 - ზუგდიდში, ხოლო 60 ქუთაისში მდებარეობს.
მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი ჯამში 1 376-მა ოჯახმა შეავსო. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
„აღნიშნული ქულები...
ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზების მიზნით კომპანია „თელასი“ ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პროექტს შეუერთდა. "თელასის" ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაინერგა ახალი მომსახურება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონზე აკრიფოს *303# და გაიგოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორებში მისთვის საინტერესო ინფორმაცია. მომსახურებით სარგებლობა უფასოა.
პროექტის განსახორციელებლად სს „თელასი“ მიაწვდის მარეგულირებელ კომისიას და მობილური კავშირის ოპერატორებს...
აჭარის მთავრობის, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და უმაღლესი საბჭოს 6 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია არასრულადაა შევსებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 48 თანამდებობის პირის 2019-2020 წლებში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
საერთორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს ეს წილები...
წინა სტატია
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე მზად არის.
როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებათა პაკეტს ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში მიიღებენ.
„თითქმის საბოლოო პროექტი არის უკვე მზად. უახლოეს დღეებში დაზუსტდება უკვე პროექტის შინაარსი და როგორც კი დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, იქიდან 2 დღეში შეგვიძლია დაჩქარებული წესით მივიღოთ უკვე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დრო არის საკმარისი იმისთვის,...
თბილისის ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბოტანიკური ბაღი კორონავიპურის პანდემიის ფარგლებში იყო დაკეტილი ისევე როგორც სხვა რეკრეაციული ზონები.
“უსაფრთხოების წესების სრული დაცვით იმუშავებს ყველა სალარო პუნქტი, დამთვალიერებლებს სათანადო დისტანციის დაცვით შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციები და ღირსშესანიშნაობები. ჯერჯერობით კვლავ შეჩერებული იქნება საექსკურსიო მომსახურება და ელექტრომობილების ტურები”, – აცხადებე ბაღის ადმინისტრაციაში.
იმერეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა. თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































