თბილისის ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან იხსნება

468

თბილისის ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოტანიკური ბაღი კორონავიპურის პანდემიის ფარგლებში იყო დაკეტილი ისევე როგორც სხვა რეკრეაციული ზონები.

“უსაფრთხოების წესების სრული დაცვით იმუშავებს ყველა სალარო პუნქტი, დამთვალიერებლებს სათანადო დისტანციის დაცვით შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციები და ღირსშესანიშნაობები. ჯერჯერობით კვლავ შეჩერებული იქნება საექსკურსიო მომსახურება და ელექტრომობილების ტურები”, – აცხადებე ბაღის ადმინისტრაციაში.