“ახალბაღის” ატრაქციონებზე, შესაძლოა, ხელშეკრულება გორის მერიამ იმ კომპანიას გაუფორმოს, რომელმაც ლედ მონიტორების ტენდერში გაიმარჯვა. საუბარია შპს იმგოზე, რომელიც ერთადერთი მონაწილეა 800 000 ლარიან ტენდერში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერის ინფორმაციით, გამარჯვებული გამოვლენილია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ახალბაღში უკვე დაწყებულია ძველი ატრაქციონების დემონტაჟი და სექტემბრამდე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ატრაქციონები უნდა დაამონტაჟოს.
“ტენდერი დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული. ახლა მიდის საბუთების გადამოწმება. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, გამოვაცხადებთ გამარჯვებულად, გაფორმდება ხელშეკრულება და ეს კომპანია შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას”, – აცხადებს თავზარაშვილი.