ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანართან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია. სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარის შესასვლელში გუშინ კლდე ჩამოიშალა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა სრულად ჩაიკეტა.
ჩამოშლილმა ლოდებმა სოფელ ხოფურის წყალსადენებიც დააზიანა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინვე დაიწყო გზის გაწმენდისა და წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოები.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია, ასევე აღდგა მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება.
რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი...
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.
GWP-ის ცნობით, დღეს, 12 მაისს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანია სამუშაოებს განხორციელებს, რომელიც მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ღამის საათებში შესრულდება.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა ნახევარი კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. GWP-მ პროექტში 150 000 ლარის ინვესტიცია...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა. თუმცა, ჯერჯერობით, ადგილზე რჩება იქ განთავსებული ბლოკ-პოსტები და მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.
ღვანკითი 23 აპრილს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა.
ღვანკითში კოვიდ 19-ის 13 შემთხვევა დაფიქსირდა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მისი ჩაკეტილ ზონად გამოცხადება.
ჯერ კიდევ დილით იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებდა, რომ ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა უახლოეს დღეებში მოხდებოდა.
იმერეთის რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამ დროისთვის არც ერთ სოფელსა და...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებე.
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
“პოლიციამ, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე,...
"ბათუმის წყლის'' პრესასამსახურის ინფორმაციით, ნურისა და არდაგანის ტბებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ნურისა და არდაგანის ტბაზე ჩვენი თანამშრომლები ინტენსიურად ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს, 2008 წლის შემდგომ ამ ტბების მოვლა-პატრონობა გადმოსულია „ბათუმის წყლის'' დაქვემდებარებაში და შედეგი ნათლად ჩანს უკვე. ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად „ბათუმის წყლის“ მიერ რეგულარულად ხდება, დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება, რაც წყალში ჟანგბადის გადაჭარბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად შენარჩუნდება წყლის...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, რათა მათ შორის ე.წ. უსაფრთხო დერეფნის ფორმატის შეთანხმება შედგეს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, ასეთი შეთანხმების ფარგლებში ერთმანეთთან ტურისტული მიმოსვლის შესაძლებლობა იქნება.
„სასიხარულოა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტურიზმის ამოქმედების გეგმის ძალიან მკაფიო მონახაზი დადო, სადაც ნათელია, რომ 15 ივნისიდან ჩვენ ვხსნით შიდა ტურისტული აქტივობებისთვის ტურისტულ...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, ამჯერად გზს, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მოირეცხა.
მათივე ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.
„გზების მორეცხვის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები ამჯერად, ქეთევან დედოფლის გამზირზე ჩატარდა. მოირეცხა როგორც სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება.
როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც სოფელში შეზღუდვები დაწესდა.
„ჩვენ ღვანკითთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების რჩევით მკაცრი პროტოკოლი გავატარეთ იქედან გამომდინარე, რომ ბევრი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რის შედეგადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტილიყო მთლიანად სოფელი და მოქცეულიყო საკარანტინო ზონაში. ყველა ის ღონისძიება, რაც შემდეგ ადგილზე გატარდა, იყო სწორედ პრევენციის, რომ სოფელში...
წინა სტატია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სექტორზე, რომლის ეტაპობრივი ამოქმედებაა დაგეგმილი. ამავე დროს, აღინიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა სტიმულირების პროგრამას აამოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიმართულებითაც. შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და მასში 30-ზე მეტმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასწავლო - აკადემიურ და სამეცნიერო...
პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პოლიტიკის ონლაინ სადისკუსიო პანელში შეხვედრის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა.
განათლების სამინისტროს ცნობით, განსახილველ თემას „პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“ წარმოადგენდა. დისკუსიის დროს მხარეებმა განიხილეს პოსტპანდემიური დემოგრაფიული,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე დევნილ ვეტერანებს ესტუმრნენ და დახმარება გადასცეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, დახმარებას 229 დევნილი ვეტერანის ოჯახი მიიღებს, რომელთა სოციალური ქულა 30 000-ს არ აღემატება.
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ვეტერან დევნილთა განსახლების ახალი პროექტიც გააცნო. პროექტის ფარგლებში,...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის ინფიცირება დაადასტურა. საერთო რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მათგან COVID-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი მკურნალობს.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. 2 პაციენტი, მათ შორის ერთ-ერთი 95 წლის ქალი, უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი...
გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშოები განახლდა.
მათი ცნობით, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, შეჩერებული ორი პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების სადგომის მშენებლობა და სუხიშვილის ქუჩის მეორე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული სამუშოების განახლების უფლება 5 მაისიდან მოგვეცა, მას შემდეგ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, შეფერხებების მიუხედავად, ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციები შეძლებენ, დროულად დაასრულონ სამუშოები. შესაძლებელია, რიგ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, საერთო ჯამში კორონავირუსი 121 მოქალაქეს დაუდგინდა. აქედან 32 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა,- აცხადებენ ბოლნისის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 145 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი 97.
აღსანიშნავია, რომ 50 დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინო მდგომარეობის პირობებში უწევს ცხოვრება.
„საბედნიეროდ, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ჩვენს მუნიციპალიტეტში იკლებს, რაც დამაიმედებელია და საკარანტინო წესების ზედმიწევნის შესრულების შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს ბოლნისში მთელი რიგი შეზღუდვები დროულად...
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი CPMR-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი გახდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, CPMR საზღვაო რეგიონების კავშირს წარმოადგენს, რომელიც 24 ქვეყნის 150 რეგიონს აერთიანებს როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს აერთიანებს და მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.
მათივე ცნობით, აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს, რომელიც ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული...
ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ეს მონაკვეთი დღეს, 11:00 საათიდან 14:00-მდე ჩაიკეტება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტის მართვის მენეჯერი დავით ჩიქოვანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დროის ამ მონაკვეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
"სამუშაოების ბოლო ეტაპია. მძიმე ტექნიკით კლდიდან ქვები უნდა ჩამოვყაროთ, რომელმაც შესაძლოა, მოძრავი ტრანსპორტი დააზიანოს. დაახლოებით სამ საათში დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები,"- განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ორი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































