ნურისა და არდაგანის ტბებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

546

“ბათუმის წყლის” პრესასამსახურის ინფორმაციით, ნურისა და არდაგანის ტბებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ნურისა და არდაგანის ტბაზე ჩვენი თანამშრომლები ინტენსიურად ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს, 2008 წლის შემდგომ ამ ტბების მოვლა-პატრონობა გადმოსულია „ბათუმის წყლის” დაქვემდებარებაში და შედეგი ნათლად ჩანს უკვე. ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად „ბათუმის წყლის“ მიერ რეგულარულად ხდება, დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება, რაც წყალში ჟანგბადის გადაჭარბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად შენარჩუნდება წყლის კარგი ეკოლოგიური მდგომარეობა“, – აცხადებს „ბათუმის წყლის” გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე.

https://www.facebook.com/batumistskali/posts/1565014107005283?__xts__[0]=68.ARAOwM2G7S18Z6kQkBUi-m2KaB3O0TsUrVnQ73iHmqp54EyMSLTJe387s8xBWV96tLJuk2uPo94Vr7KuA3LbAzkFmfLQ6AUdA101CjK07gMIJyUuBUP0hg-v4gKFxiILQjzk0x8BIwmxhGbNjAKGcecbD1v8VZHZFfVWfDRbVN7zi1JZOpMVRLrQzveR47QLxbEDgMpbYSn5qFx_8-DH_2NY4xy98w7iATe_9O6woqAM7QcOWS3IL-YqQRa7ryUjqp-fsQ0wsnLjNGmxRPmzJc0F8TMRfGYLZYhe0NQNXZTs5_T5BppIoYH4u7f953djREGrZyuwz-TYx3cBkLe3YqyFuw&__tn__=-R