“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.
GWP-ის ცნობით, დღეს, 12 მაისს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანია სამუშაოებს განხორციელებს, რომელიც მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ღამის საათებში შესრულდება.
კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა ნახევარი კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. GWP-მ პროექტში 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 12 მაისს 22:00 საათიდან 13 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: კრწანისის რაიონში: ორთაჭალის ქუჩის ნაწილს, ორთაჭალის ჩიხსა და კრწანისის მე-3 გასასვლელს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.