გორში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

443

გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშოები განახლდა.

მათი ცნობით, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, შეჩერებული ორი პროექტის – მუნიციპალური ავტობუსების სადგომის მშენებლობა და სუხიშვილის ქუჩის მეორე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული სამუშოების განახლების უფლება 5 მაისიდან მოგვეცა, მას შემდეგ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, შეფერხებების მიუხედავად, ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციები შეძლებენ, დროულად დაასრულონ სამუშოები. შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, ვადების გაგრძელებაც დაგვჭირდეს, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის იმაში, რომ წლის ბოლომდე თითქმის ყველა დაგეგმილი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა, რომლის ღირებულება 951 000 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი 30 ერთეული ავტობუსისთვისაა განკუთვნილი.

„პროექტის დასრულების შემდეგ, გორში, პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდება. სუხიშვილის ქუჩის მე – 2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 250 მეტრის სიგრძეზე მიმდინარეობს. სამუშოების ღირებულება 150 300 ლარია. პროექტის ერთი ნაწილი საცხოვრებელი

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კორპუსების წინ მდებარე გზაზე გასულ წელს განხორციელდა. მიმდინარე წელს კი, ავტოსახელოსნოების წინ მდებარე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.