229 დევნილი ვეტერანის ოჯახს დახმარება გადაეცემა

903

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე დევნილ ვეტერანებს ესტუმრნენ და დახმარება გადასცეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, დახმარებას 229 დევნილი ვეტერანის ოჯახი მიიღებს, რომელთა სოციალური ქულა 30 000-ს არ აღემატება.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ვეტერან დევნილთა განსახლების ახალი პროექტიც გააცნო. პროექტის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 180 ვეტერანი დევნილის ოჯახი მიიღებს, მათ შორის 60 ბინა – თბილისში, 60 – ზუგდიდში, ხოლო 60- ქუთაისში მდებარეობს.

ვეტერანი დევნილებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.