ბათუმი-ქედას დამაკავშირებელი გზა დღეს, 11:00 საათიდან 14:00-მდე, ჩაიკეტება

752

ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ეს მონაკვეთი დღეს, 11:00 საათიდან 14:00-მდე ჩაიკეტება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტის მართვის მენეჯერი დავით ჩიქოვანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დროის ამ მონაკვეთში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

“სამუშაოების ბოლო ეტაპია. მძიმე ტექნიკით კლდიდან ქვები უნდა ჩამოვყაროთ, რომელმაც შესაძლოა, მოძრავი ტრანსპორტი დააზიანოს. დაახლოებით სამ საათში დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები,”- განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ორი დღის წინ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზა მიწის მასამ და ქვის ლოდებმა ჩაკეტა, ამ დრომდე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.