შინაგან საქმეა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 101 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს, თვითიზოლაციის...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, მოქალაქეებს უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე მოქმედი პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ www.gnerc.org/ge/covid-19 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელს, დომენიკ პაპენჰაიმს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GiZ) წარმომადგენელს, ფილიპ შტაინჰაიმსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს, გერჰარდ შაუმბერგერს შეხვდა. მან შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტურიზმის პროგრამებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის ტექნიკურ დახმარებაზე გიდების სერტიფიცირების პროგრამის განსახორციელებლად. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობასა და მის გავლენაზე...
კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები იღებენ მიზნობრივ დახმარებასა და სრულ ინფორმაციას კორონავირუსის საფრთხეებისა და პრევენციის გზების შესახებ., - ნათქვამია UNDP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიას განიხილავს, როგორც განვითარების მიმართ საფრთხეს, რომელიც ყველაზე მტკივნეულად მოსახლეობის სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ფენებზე აისახება. ამის გათვალისწინებით, UNDP-იმ დაიწყო ხუთთვიანი პროექტი, რომელიც 100 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები 5...
5 715 გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მიეცათ 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები...
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეები ბაზრის გახსნას მოითხოვენ. მათი განცხადებით, დღეს ადმინისტრაციამ ბაზარში შესვლაზე მათ უარი უთხრა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, პანდემიის გამო, ერთი თვით ეს აგრარული ბაზარიც დაიკეტა და ახლა პირობების არარსებობის მიზეზით აღარ ხსნიან. მოვაჭრეების თქმით, 20-მდე ადამიანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. აქციას შეურთდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებიც. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ...
სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების გამოვლენისა და რეაგირების შიდაორგანიზაციული მექანიზმების დანერგვაზე ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საჯარო სამსახურის ბიუროსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანათავმჯდომარეობით, საკითხზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზები ამჯერად, ნუცუბიძის II, III და IV მიკრორაიონებში მოირეცხა. ასევე, სადეზინფექციო სამუშაოები ნუცუბიძის ქუჩაზეც ჩატარდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდაა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ რეგიონიდან საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. “მიმდინარე წელი კარტოფილის უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. წინასწარი საპროგნოზო მონაცემებით, ფერმერები 30 000-დან 40 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არცერთ ფერმერს არ შეექმნება. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს...
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდინარე ქსანზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. რეგიონული განვითაებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით. ვიცეპრემიერის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს პროექტი სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილია, იგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კონტრაქტორთან შეთანხმებით, სამუშაო არ გაჩერებულა და სწორედ ამიტომ, ხიდის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე, ზაფხულში...
18 მაისს, უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელსაც კომპანია China Road and Bridge Corporation ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა , - ააცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მათივე ცნობით, დაშავებულ პირს ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია. "დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს China Road and Bridge Corporation. კომპანიის წარმომადგენლები...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღსაზრდელების მშობლებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები გადაეცემათ. „სასურსათო პაკეტში სხვადასხვა სახის ბურღულეული, რძის პროდუქტები, ზეთი, კარაქი, შაქარი, კვერცხი და პურია გათვალისწინებული. ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა...
ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა ატენში მიმდინარე პროექტის სამუშაოები დაათვალიერეს. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 1.2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო ბილიკების და პარკირების მოწყობას, ასევე ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსებას ითვალისწინებს. "ამ პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისთვის,...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია კორონავირუსის გავრცელების გამო, ზუგდიდის ჩაკეტვას არ გამორიცხავს. ამასთან, მოწერელიას თქმით, ამ ეტაპზე ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა, თუ ვირუსის გავრცელებას ფართო მასშტაბი ექნება, საკითხი დღის წესრიგში დადგება. „პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ, ამდენად, ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. დღეის მონაცემებით,...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან უქმდება. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღო. კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი. ამ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31...
რუსთავის ბაღებში წელს აღსაზრდელების მისაღებად ჯამში 2375 ვაკანტური ადგილი გამოცხადდა. რეგისტრაცია ბაღებში ორ ეტაპად წარიმართება. ამის შესახებ ტვ4 წერს.  პირველ ეტაპი 20 მაისს დაიწყება და 5 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი პრიორიტეტით ჩასარიცხ აღსაზრდელებს შეეხებათ. პრიორიტეტით ჩასარიცხთა სიების  7 კატეგორიის ჯგუფები გამოიყო. მრავალშვილიანი დედების შვილები (იგულისხმება 4 და მეტი შვილი) –  უნდა წარმოადგინოს რომ მრავალშვილიანი დედაა ან ოთხივე შვილის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ