სოლომონ პავლიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში საადრეო კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

491

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდაა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ რეგიონიდან საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

“მიმდინარე წელი კარტოფილის უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. წინასწარი საპროგნოზო მონაცემებით, ფერმერები 30 000-დან 40 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არცერთ ფერმერს არ შეექმნება. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.