მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის თქმა 12 ივნისამდეა შესაძლებელი

452

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, მოქალაქეებს უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე მოქმედი პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ www.gnerc.org/ge/covid-19

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.