ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების II ეტაპი მიმდინარეობს

529

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღსაზრდელების მშობლებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები გადაეცემათ.

„სასურსათო პაკეტში სხვადასხვა სახის ბურღულეული, რძის პროდუქტები, ზეთი, კარაქი, შაქარი, კვერცხი და პურია გათვალისწინებული.

ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. კუთვნილ სასურსათო პაკეტს ეტაპობრივად ახალციხის მუნიციპალიტეტის 25-ვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს”,- განმარტავენ მერიაში.