საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშა დაშავდა

717

18 მაისს, უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელსაც კომპანია China Road and Bridge Corporation ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა , – ააცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში

მათივე ცნობით, დაშავებულ პირს ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია.

“დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს China Road and Bridge Corporation. კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან. მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება”, – განმარტავენ სამინისტროში.