ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

596

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეები ბაზრის გახსნას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, დღეს ადმინისტრაციამ ბაზარში შესვლაზე მათ უარი უთხრა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, პანდემიის გამო, ერთი თვით ეს აგრარული ბაზარიც დაიკეტა და ახლა პირობების არარსებობის მიზეზით აღარ ხსნიან. მოვაჭრეების თქმით, 20-მდე ადამიანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

აქციას შეურთდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლებიც. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, უკვე არსებულ ადგილებს აუქმებენ და მოსახლეობას შიმშილისთვის წირავენ.