რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სამხედროებმა მავთულხლართების განახლება ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთანაც დაიწყეს. მანამდე ეს პროცესი წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე, ოკუპირებულ საბერიოში მიმდინარეობდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. როგორც "ლაივპრესს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მცხოვრებმა რესპონდენტმა განუცხადა, რუსი სამხედროები ძველ, დაზიანებულ ბოძებს და მავთულხლართებს ახლით ანაცვლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ნაბაკევში. მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის განახლება-გამაგრება ეტაპობრივად ხდება, სხვადასხვა უბანზე. „სადაც გაწყვეტილია ან გაჭრილია მავთული, იმ...
სოხუმში, ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან ეშბას ბრძანების საფუძველზე, ქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების მოკვლა აიკრძალა. მიზანი, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ცხოველების დაცვაა სასტიკი მოპყრობისგან. "აიკრძალოს მიუსაფარი ცხოველების დახოცვა ქალაქ სოხუმის ტერიტორიაზე", - ვკითხულობთ დეფაქტო ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ე.წ. ადმინისტრაციის განმარტებით, ბრძანების შესრულება გაკონტროლდება.
ხარაზოვის სკვერში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის მოწყობის სამუშაოებს 354 589 ლარის სანაცვლოდ შპს "ჯორჯიან პლასტიკი" შეასრულებს. ქუთაისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. შპს "ჯორჯიან პლასტიკის"  ხელმძღვანელის გიორგი ნიკოლაძის განცხადებით, ამ პროექტს თურქულ კომპანიასთან "ანკარა ჰავოსთან" ერთად განახორციელებს. "ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა "ანკარა ჰავოსი".  კომპანიის სათავე ოფისი ანკარაშია, სწორედ ეს კომპანია შეასრულებს პროგრამირებადი შადრევნის მოწყობას, რისიც გამოცდილება აქვს. რაც შეეხება...
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ახლადრეაბილიტირებული სკვერი დააზიანეს. უცნობმა პირებმა დაამტვრიეს  სკამები და საბავშვო ატრაქციონები. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. სკვერი, რომლის მოწყობაც ადგილობრივ თვითმმართველობას 485 000 ლარი დაუჯდა, ერთ–ერთი ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია ქალაქში.
ავტორი: ეკატერინე ბასილაია "პარკი ოქროს უბანს!" – ამ მოთხოვნით რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობის, სპეციალისტებისა და აქტივისტების მიერ თბილისის მერიასთან დაწყებული ბრძოლა, რომ ქალაქის ამ ძველ უბანში მწვანე სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყოს, დღესაც გრძელდება. მოსახლეობა ჯერ ისევ უშედეგოდ ითხოვს 1,5 ჰექტარ მიტოვებულ, ერთ დროს გამწვანებულ ფართობზე, პარკის გაშენებას. საქმე ეხება ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიას. პარკის...
პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, ადამიანის ზოგიერთი ძირითადი უფლებების შეზღუდვა საკარანტინო ღონისძიებების სახით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იქნება შესაძლებელი. შეზღუდვის გამოყენების წესსა და მასშტაბებს მთავრობა განსაზღვრავს. "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" განცხადებით, კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ  ადამიანის იმ  ძირითად უფლებათა შეზღუდვას  ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით. "საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა  უმრავლესობის წევრების (დიმიტრი ხუნდაძე, ილია...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ინვესტორისთვის გადაცემას მოითხოვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. შუშანიას განცხადებით, ქუთაისის ტორპედო დღემდე ფინასურ კრიზისშია, ხოლო მის ყოფილ მფლობელს ლევან კობიაშვილი მფარველობს. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს კორუფციული სქემა, გუნდის და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა შეცდომაში შეყვანა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოწეროდა გუნდის წინა მფლობელს, ზაზა ჩაჩავას,...
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შალამბერიძემ, თანამდებოვა დატოვა. თელავის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილემ დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ,,ლევან შალამბერიძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ორთვიანი ბიულეტენიც ჰქონდა გამოყენებული და ვეღარ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას. ჯერ უცნობია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ლევან შალამბერიძე თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. იგი პროფესიით იურისტია. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში...
ეკონომიკის სამინისტრო ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიულ მომსახურებას ყიდულობს, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 200 000 ლარია. იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზეზად, ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში სახელმწიფოს ინტერესების სათანადოდ დაცვის მოტივი სახელდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი...
თბილისის მერია მზიურის პარკსა და ზოოპარკს შორის საფეხმავლო ხიდი გაკეთებას გეგმავს. ამ თემაზე მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. "ვამუშავებთ ერთ საინტერესო პროექტს — გადასასვლელი ხიდი მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ. ამაზეც მიდის უკვე მუშაობა და მედიათეკა და ეს საფეხმავლო ხიდი იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელსაც შევთავაზებთ მოსახლოებას", — თქვა კალაძემ. მერის თქმით, მზიურის რეაბილიტაციის ფარგლებში მერია,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მე-3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციიღ, მესამე საჯარო სკოლას წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. „პროექტით გათვალისწინებულია საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა. სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 781 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, რეაბილიტირებულ სკოლაში შეხვდებიან. სარეაბილიტაციო სამუშოები საქართველოს განათლების,...
ბათუმში, გაზაფხულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ქსელის არარსებობის გამო, ძლიერი წვიმისას გზის ნაწილი იტბორებოდა და მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო. „აღნიშნულ ქუჩაზე ბოლო 50 წელია სანიასღვრე ქსელი არ მოწყობილა. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან აქვს შესაძლებლობა, მოწესრიგებულ გარემოში იცხოვროს,“ - აცხადებს მარიკა გვიანიძე.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა. მისივე განმარტებით, მერიის მიერ განხორციელებული პროექტის მეშვეობით, უკვე 900-მდე ოჯახმა შეძლო სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, იმ ბინების დაკანონება, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მათ გაფორმებას ვერ ახერხებდნენ. „უამრავი ადამიანი მოგვმართავდა წერილობით, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს. ძალიან ბევრი ოჯახი გვხვდებოდა, ვინც წლების განმავლობაში...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყება. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასევე სრულდება მუშაობა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობდა. „ხვალიდან უკვე ვიწყებთ ასფალტის ბოლო ფენებით მოწყობას. პირველი მონაკვეთი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე, სადაც უკვე საკომუნიკაციო ჭების თავები ყველა წამოწეულია და გამზადებულია იმისთვის, რომ ასფალტის ბოლო ფენის დაგება მოხდეს. ხვალ საღამოდან...
თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდება მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. „ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ქეთევან წამებულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, უახლოეს მომავალში იქნება ხელშეკრულება გაფორმებული და უშუალოდ დავიწყებთ სამუშოების განხორციელებას. სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება. ეს არის...
გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „მინდა გლდანში მიმდინარე სამუშაოებზე ვისაუბრო, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე, რომლებიც ასევე დასასრულს უახლოვდება და იქაც უკვე დაიწყო მოასფალტების ბოლო სამუშაოები, ბოლო ფენების დაგება მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებშიც იქმნება სპეციალური საავტობუსე ზოლები, გაფართოვდა ტროტუარები, რომ ადამიანებმა ფეხით გადაადგილება თავისუფლად და უპრობლემოდ შეძლონ. ველობილიკები იქნება გაკეთებული, ახალი განათების ბოძები და ესეც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ