თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შალამბერიძემ, თანამდებოვა დატოვა.
თელავის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილემ დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
,,ლევან შალამბერიძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ორთვიანი ბიულეტენიც ჰქონდა გამოყენებული და ვეღარ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას. ჯერ უცნობია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ლევან შალამბერიძე თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. იგი პროფესიით იურისტია. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახაზინო ადვოკატიც იყო.