ბათუმში, გაზაფხულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ქსელის არარსებობის გამო, ძლიერი წვიმისას გზის ნაწილი იტბორებოდა და მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.
„აღნიშნულ ქუჩაზე ბოლო 50 წელია სანიასღვრე ქსელი არ მოწყობილა. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან აქვს შესაძლებლობა, მოწესრიგებულ გარემოში იცხოვროს,“ – აცხადებს მარიკა გვიანიძე.