დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყება. როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასევე სრულდება მუშაობა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობდა.
„ხვალიდან უკვე ვიწყებთ ასფალტის ბოლო ფენებით მოწყობას. პირველი მონაკვეთი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე, სადაც უკვე საკომუნიკაციო ჭების თავები ყველა წამოწეულია და გამზადებულია იმისთვის, რომ ასფალტის ბოლო ფენის დაგება მოხდეს. ხვალ საღამოდან დაიწყება ამ სამუშოების განხორციელება და კვირის ბოლომდე ატენის ქუჩამდე მთლიანად იქნება დასრულებული. შემდეგ იქნება მეორე ეტაპი. ამ სამუშაოების პარალელურად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გადათხრილი იყო და მიმდინარეობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, მთლიანადაა დასრულებული და იქაც ქვედა ფენებშია გზა მოწყობილი და დროებითი დახაზვის სამუშაოებია განხორციელებული. დაახლოებით სამი კილომეტრის მონაკვეთია ჭავჭავაძის გამზირი მთლიანად, სადაც მიმდინარეობს განახლება და ულამაზესი პროექტი გამოდის“, – განაცხადა კალაძემ.