გლდანში, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადავიდა

1292

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით,

„მინდა გლდანში მიმდინარე სამუშაოებზე ვისაუბრო, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე, რომლებიც ასევე დასასრულს უახლოვდება და იქაც უკვე დაიწყო მოასფალტების ბოლო სამუშაოები, ბოლო ფენების დაგება მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებშიც იქმნება სპეციალური საავტობუსე ზოლები, გაფართოვდა ტროტუარები, რომ ადამიანებმა ფეხით გადაადგილება თავისუფლად და უპრობლემოდ შეძლონ. ველობილიკები იქნება გაკეთებული, ახალი განათების ბოძები და ესეც ძალიან მაგარი პროექტი გამოდის“, – განაცხადა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია NCC აწარმოებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანში შემოდგომიდან მიმდინარეობს.