ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მე-3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციიღ, მესამე საჯარო სკოლას წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
„პროექტით გათვალისწინებულია საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა. სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 781 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, რეაბილიტირებულ სკოლაში შეხვდებიან. სარეაბილიტაციო სამუშოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ზუგდიდში წელს ერთი ახალი საჯარო სკოლა აშენდება, ერთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 15-მდე სკოლაში კი სხავადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორცეიელდება“, -განმარტავენ მერიაში.